„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.023608
395
28/07/2022
ვებგვერდი, 28/07/2022
130000000.10.003.023608
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2022 წლის 28 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018771) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ​1) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტი;“.

2. მე-7 მუხლის „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ​1) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დადგენის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და სამსახურის უფროსისათვის აღნიშნული რეჟიმის პროექტის დასამტკიცებლად წარდგენა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისათვის  სათანადო კონსულტაციის გაწევა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან  ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემების შექმნა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლის/მონიტორინგის განხორციელება და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში, მათთვის შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა; სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან, მათი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის  ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა; დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და რეალიზაციაში მონაწილეობისათვის, ასევე მათი შესრულების კონტროლისთვის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელშეწყობა და დახმარება; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; მისი საქმიანობის ფარგლებში, სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა ან/და შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფისათვის გადაგზავნა; დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება;“.

მუხლი 2
შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/ მიღებამდე ან/და სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტის საქმიანობა რეგულირდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი