„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19946
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 27/07/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016680
19946
27/07/2022
ვებგვერდი, 28/07/2022
000000000.00.00.016680
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №19946

2022 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის  №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების 4​​4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ბ.ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

ბ) საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველო;

გ) მონაცემთა დამუშავების სამმართველო;

დ) აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველო;      

ე) სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო;

ვ) თბილისის №1 სერვისცენტრი;

ზ) თბილისის №2 სერვისცენტრი;

თ) მცხეთის სერვისცენტრი;

ი) რუსთავის სერვისცენტრი;

კ) მარნეულის სერვისცენტრი;

ლ) თელავის სერვისცენტრი;

მ) გორის სერვისცენტრი;

ნ) ახალციხის სერვისცენტრი;

ო) ზესტაფონის სერვისცენტრი;

პ) ქუთაისის სერვისცენტრი;

ჟ) ოზურგეთის სერვისცენტრი;

რ) ფოთის სერვისცენტრი;

ს) ზუგდიდის სერვისცენტრი;

ტ) ბათუმის სერვისცენტრი.“;

ბ.ბ) მე-8 მუხლის ,,ჯ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჯ2-ჯ7“ ქვეპუნქტები:

,,ჯ2) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება და სათანადო საფუძვლების არსებობისას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების განხორციელება;

3) ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალების რეგისტრაცია;

4) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და გაგზავნა;

5) ფიზიკურ პირზე შეცდომით მინიჭებული კოდის გაუქმება და პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება;

6) საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელ ფიზიკურ პირთა რეესტრის წარმოება;

7) ფიზიკურ პირთა ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადების მიღება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა.“;

ბ.გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველო

საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დაინტერესებული პირის მიმართვის (წერილობითი/ზეპირი) საფუძველზე, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების (წერილობითი/ზეპირი) გაცემა;

ბ) სატელეფონო კომუნიკაციის,  ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით:

ბ.ა) დაინტერესებული პირისათვის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით რეგულირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;

ბ.ბ) დაინტერესებული პირისათვის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ბ.გ) დაინტერესებული პირების ინფორმირება შემოსავლების სამსახურში პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე;

გ) დაინტერესებული პირისთვის განმარტების გაცემის, ინფორმაციის მიწოდების ან/და კონსულტაციის გაწევისას, კომუნიკაციის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი აქტუალური, მნიშვნელოვანი ინფორმაციის  ანალიზი და წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესის კოორდინაცია;

ე) ცვლილებისა და სიახლეების თაობაზე გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება;

ვ) გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ზ) გადასახადის გადამხდელების საგადასახადო ცნობიერების ამაღლების მიზნით საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ.დ) მე-11 მუხლის:

ბ.დ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და საჭიროებისამებრ დაპაკეტება, რომელთა ასახვა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ხდება ავტომატურ რეჟიმში;“;

ბ.დ.ბ) ,,ე1“და ,,მ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.დ.გ) ,,ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ“ ქვეპუნქტი:

,,რ) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღება და სათანადო დასკვნის მომზადება;“;

ბ.ე) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ1“ - ,,პ5“ ქვეპუნქტები:

,,პ1) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების სხვა ფორმების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (მათ შორის, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის ცვლილების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე  ასახვა) და საჭიროებისამებრ დაპაკეტება, რომელთა ასახვა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ხდება ავტომატურ რეჟიმში;

2) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა და გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე გრანტის მიმღებ პირთა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი გადასახადის თანხის ასახვის მიზნით წარმოდგენილი განცხადების განხილვა და კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება;

3) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

4) გადასახადის გადამხდელთა განცხადების ან/და წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის შესაბამისი სანქციის გავრცელება;

5) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“;

ბ.ვ) მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ.ზ) მე-16 მუხლის:

ბ.ზ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;“;

ბ.ზ.ბ) ,,ვ“, ,,თ“ ,,ი“, ,,ი1“, ,,რ“და ,,ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ზ.გ) ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ტ) გადასახადის გადამხდელისათვის მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება. გადასახადის გადამხდელისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა და მინიჭებული სტატუსის გაუქმება;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.

 

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                ლევან წითელაშვილი