დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017011 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/07/2022 - 29/07/2022)
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016415) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ) საერთაშორისო ურთიერთობების კომუნიკაციისა და საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილება.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.“. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საერთაშორისო ურთიერთობების კომუნიკაციისა და საინფორმაციო გარემოს ანალიზის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები