დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო |
| მიღების თარიღი | 27/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.65.077.016011 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის №157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურება;“; |
2.
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ელექტრონული ფოსტის მომსახურება.“; |
3.
მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფოსტის მომსახურების საფასურის განაკვეთები:
| ||||||||||
4.
მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება მომხმარებლების სახელების რაოდენობის შესაბამისი პაკეტისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთის ნამრავლით მომსახურების პერიოდზე.“; |
5.
81 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს არხების რაოდენობა, ზონების რაოდენობა, სპეციალური ზონების რაოდენობა და მომსახრების გაწევის პერიოდი.“; |
6.
82 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. მოთხოვნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მომსახურებაზე“; |
7.
წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:
„მუხლი 83. მოთხოვნა ელექტრონული ფოსტის მომსახურებაზე შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული ფოსტის მომსახურება, აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს: ა) შესაბამისი პაკეტი; ბ) მომსახურების გაწევის ვადა; გ) დომეინის სახელი; დ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი. 2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს. 3. სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მომსახურების ვალდებულება წარმოეშობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები