დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023601 |
|
„ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“. 2. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი: „ც) „ტექნიკური რეგლამენტი – ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 27).“. 3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 27: „დანართი 27
ტექნიკური რეგლამენტი – ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ცივ-გომბორის აღკვეთილის დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ცივ-გომბორის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებს. მუხლი 3. ცივ-გომბორის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) ცივ-გომბორის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა; გ) ცივ-გომბორის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანები: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ცივ-გომბორის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ცივ-გომბორის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) ცივ-გომბორის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ე) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, საერთო ფართობით − 4935.8 ჰა და მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ცივ-გომბორის ქედზე. მუხლი 5. ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიაზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობა 1. ცივ-გომბორის აღკვეთილი შექმნილია გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლისა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის. 2. ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიაზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა; გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა; დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობა; ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით, შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება; ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა; თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა; ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტერიტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა; მ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება; ნ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; ო) გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა; პ) ბილიკებზე ცხენით, ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილება; ჟ) ცივ-გომბორის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 7 მ3 საშეშე მერქნისა), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. 3. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვებულია მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.“. 4. დადგენილების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 6): ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ – „უ“ ქვეპუნქტები: „რ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა; ს) ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარგების სისტემის მშენებლობის მიზნით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისათვის განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა; ტ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის/დემონტაჟისათვის, ასევე იმავე მუხლის 26 პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა; უ) საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის/დემონტაჟისათვის, ასევე იმავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.“; ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობისა, ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვებისა, ასევე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;“. 5. დადგენილების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 7): ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“; ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) გარდაბნის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ3 საშეშე მერქნისა), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვისა და საკვებური მოედნების მოწყობისა, თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვების საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“. 6. დადგენილების პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 11) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ჭაჭუნის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვა და საკვებური მოედნების მოწყობა, თიბვა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საფუტკრეების მოწყობა, ასევე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“. 7. დადგენილების პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 12) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ3 საშეშე მერქნისა), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, ასევე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“. 8. დადგენილების პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 13) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ივრის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ3 საშეშე მერქნისა), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით, ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;“. 9. დადგენილების პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული – ტექნიკური რეგლამენტის „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 15) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საფუტკრეების მოწყობა, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;“. 10. დადგენილების პირველი მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 19): ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 15 მ3-მდე საშეშე მერქანი), ყოველწლიურად ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტყის მართვის გეგმით გათვალისწინებული მოცულობით მრგვალი ხეტყით (მორი) სარგებლობისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორებისათვის, არსებული რესურსის გათვალისწინებით, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა, ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“; ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 15 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“. 11. დადგენილების პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 22) მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრის შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობებზე), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა;“. 12. დადგენილების პირველი მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 24) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), თიბვისა/ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისა და საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“. 13. დადგენილების პირველი მუხლის „შ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 25) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „დებულება ტყითსარგებლობის წესის“ 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საფუტკრეების მოწყობისა, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“. 14. დადგენილების პირველი მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი 26) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სათაფლიის აღკვეთილში დაშვებულია საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები