„ტექნიკური რეგლამენტის − მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023598
387
26/07/2022
ვებგვერდი, 27/07/2022
330090000.10.003.023598
„ტექნიკური რეგლამენტის − მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №387

2022 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის №332 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2018, 330090000.10.003.020647) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  42-ე მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა, საქართველოს ტყის კოდექსის  37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა,  აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი