„ტექნიკური რეგლამენტის – ალგეთის ეროვნული პარკის, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლის, ბირთვისის ბუნების ძეგლისა და სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის №672 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023596
385
26/07/2022
ვებგვერდი, 27/07/2022
300160070.10.003.023596
„ტექნიკური რეგლამენტის – ალგეთის ეროვნული პარკის, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლის, ბირთვისის ბუნების ძეგლისა და სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის №672 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2022 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – ალგეთის ეროვნული პარკის, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლის, ბირთვისის ბუნების ძეგლისა და სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის №672 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ალგეთის ეროვნული პარკის, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლის, ბირთვისის ბუნების ძეგლისა და სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის №672 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/11/2020 300160070.10.003.022395) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 10მ3 საშეშე მერქნისა), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვებისა, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი