„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016647
25
29/07/2022
ვებგვერდი, 01/08/2022
010250050.35.122.016647
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2022 წლის 29 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე’’ ვებ გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016621, 30.12.2021წ. ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. დადგენილებით დამტკიცებული  წესის დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ‘’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარი.”

2. დადგენილებით დამტკიცებული  წესის დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო‘’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარი’’.

3. დადგენილებით დამტკიცებული  წესის დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ‘’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21 წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში - ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით’’.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი N1-ის  მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოებების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 250 ლარი.

 მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ ან შესაბამისი აქტი (რომელთა, საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო), სახლის ფოტომასალით;

დ) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;

ე) ბენეფიციარის საკუთრების მოწმობა საცხოვრებელ სახლზე (არსებობის შემთხვევაში);

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველი თვის  25 რიცხვიდან, მომდევნო თვის 10  რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე’’.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი N1-ის  მე-4 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,16. ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარი.

მოქალაქემ დახმარების მიღების მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის უსახლკაროდ დარჩენის შესახებ;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, 25 რიცხვიდან, მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე’’.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი N1-ის  მე-4 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,25. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში- ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით. 

დახმარების მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან საკუთარი ან მშობლის სახელზე ქონების არარსებობის შესახებ;

დ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ცხოვრების შესახებ;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად 25-დან დან 30 რიცხვის ჩათვლით, ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მომდევნო თვეებზე ანგარიშწორება მოხდება დადგენილი წესით, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქირავა ბენეფიციარმა საცხოვრებელი სახლი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი