დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/02/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 4, 28/02/1993 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
|
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის თაობაზე
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. პარლამენტის წევრის საქმიანობა საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრი თვალყურს ადევნებს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას, პარლამენტის პოლიტიკის განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, აღნიშნული ამოცანების გადასაწყვეტად პარლამენტის წევრი იღებს მოქალაქეებს, ხვდება ამომრჩევლებს, ატარებს კონსულტაციებს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოთა ხელმძღვანელებთან, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. პარლამენტის წევრისათვის ამ საქმიანობაში ხელის შეწყობის მიზნით საარჩევნო ოლქის ცენტრში პარლამენტის წარმომადგენლობა, რომლის ფუნქციები, შტატები, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის სპიკერი. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან აღმოუჩინონ მას სხვა აუცილებელი დახმარება.“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1993 წლის 9 თებერვალი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები