კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ

კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 12/10/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
12/10/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
000000000.00(0).000.000000
კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 23.07.1999, №2329)
საქართველოს კანონი
 

 

კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 


საქართველოს კანონი კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს, განსაზღვრავს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, კავშირგაბმულობის ქსელებისა და საშუალებების ფლობის, მომსახურების, სარგებლობისა  სფეროში.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 1

კავშირგაბმულობის დანიშნულება

1. კავშირგაბმულობა საქართველოს სამეურნეო და სოციალური ინფრასტრუქტურის შემადგენლი ნაწილია და მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს როგორც ერთიანი საწარმოო-სამეურნეო კომპლექსი ელექტროკავშირგაბმულობისა და საფოსტო მომსახურების სფეროში მოსახლეობის, საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, უწყებების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების, სამეურნეო სუბიექტებისა და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

2. ელექტროკავშირგაბმულობა არის სატელეფონო, სატელეგრაფო, ფაქსიმილური და სხვა დოკუმენტური მონაცემების, სატელევიზიო, რადიო და სადენიანი მაუწყებლობის შეტყობინებათა მიღება-მომზადება, გადაცემა საკაბელო, რადიო და სხვა ელექტრომაგნიტური სისტემების მეშვეობით.

3. საფოსტო კავშირი არის წერილობით, მატერიალურ ფასეულობათა და ფულად გზავნილებათა, პერიოდულ გამოცემათა მიღება, დამუშავება, გადატანა და დარიგება.

4. კავშირგაბმულობის და გამოთვლითი ტექნიკის საშუალებების ერთიანობა ქმნის საზოგადოების იფორმატიზაციის ტექნიკურ ბაზას.

 

მუხლი 2

კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, სამეურნეო სუბიექტებს, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის კავშირგაბმულობის სფეროში მომსახურებისა და საქმიანობისას.

2. უცხო სახელმწიფოთა მოქალაქენი და იურიდიული, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სარგებლობენ ამ კანონით განსაზღვრული იმ უფლება-მოვალეობებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამეურნეო სუბიეტებისათვის, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 3

კანონმდებლობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

საქართველოს კანონმდებლობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 4

სახელმწიფო მართვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

1. კავშირგაბმულობის სფეროს მართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება - საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო. მისი საქმიანობა განისაზღვრება ამ კანნით და მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დებულებით კავშირგაბმულობის სამინისტროს შესახებ. კავშირგაბმულობის სამინისტრო შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში და მართავს სახელმწიფო ელექტროკავშირგაბმულობის და საფოსტო კავშირის ქსელებს, კოორდინაციას უწევს საუწყებო, საწარმო-დაწესებულებათა და ფიზიკურ პირთა კავშირგაბმულობის საშუალებების ფუნქციონირებას, არეგულირებს მათს თანამოქმედებას სახელმწიფო ქსელთან, სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ტელე, რადიო და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებს.

2. კავშირგაბმულობის ქსელებს აგებ და მათი ტექნიკური ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები სავალდებულოა ყველა სამეურნეო სუბიექტისათვის, რომელიც სარგებლობს კავშირგაბმულობის საშუალებებით ან მომსახურებას უწევს მათ ამ საშუალებათა ადგილმდებარეობისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 5

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის პრინციპები

1. საქართველოაში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) საქმიანობისა და მიღებული შედეგების გამოყენებაში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა;

ბ) კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ქსელებზე საკუთრების მრავალსახეობის პირობებში მონოპოლიური საქმიანობის თანდათანობით შეზღუდვა;

გ) საკუთრების სხვადასხვა ფორმის კონკურენტუნარიანი კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ქსელების შექმნის პირობების უზრუნველყოფა;

დ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურებსა და საქმიანობისას იურიდიული და კერძო პირებისათვის ექსკლუზიური ხასიათის ხელშეკრულებების დადებისა და ლიცენზიების გაცემის დაუშვებლობა;

ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მსოფლიო მიღწევათა დანერგვისათვის ხელშეწყობა; მოწინავე უცხოური ტექნიკისა და მართვის გამოცდილების, მატერიალური და ფინანსური რესურსების მიზიდვა და ეფექტიანი გამოყენება;

ვ) მომსახურების სახეობათა გაფართოება და ხარისხის გაუმჯობესება.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ელექტროკავშირის ერთიანი და საფოსტო კავშირის ქსელების ფუნქციონირებით.

 

  მუხლი 6

ელექტროკავშირის ერთიანი ქსელი

1. საქართველოაში ელექტროკავშირის ერთიანი ქსელი წარმოადგენს ელექტროკავშირგაბმულობის ურთიერთდაკავშირებული ქსელების ერთიან სისტემას (მათი საკუთრების ფორმების მიუხედავად), რომლებიც გაერთიანებულია ფუნქციონირების ერთიანი ტექნოლოგიური პრინციპებით და შედგება საერთო სარგებლობის სახელმწიფო, საუწყებო და სხვა ქსელებისგან.

2. საქართველოს ელექტროკავშირის ქსელის განვითარება და სრულყოფა ხორციელდება კავშირგაბმულობის ყველა ქსელისა და საშუალების ერთიანი ტექნოლოგიის გათვალისწინებით მათი კომპლექსური გამოყენების, ეფექტიანობის გაზრდის და ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 7

ელექტროკავშირგაბმულობის საუწყებო და სხვა ქსელები

1. უწყებებს, საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს თავიანთ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად უფლება აქვთ იქონიონ, შექმნან და განავითარონ კავშირგაბმულობის საშუალებები და ქსელები.

2. საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, უცხოელი ინესტორების ჩათვლით, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე შეუძლიათ ააგონ კავშირგაბმულობის მხოლოდ ისეთი საშუალებები და ქსელები, რომელთა შექმნა არ ეწინააღმდეგება საქართველოაში კავშირგაბმულობის განვითარების კონცეფციასა და გენერალურ გეგმას ან საქართველოს სახელმწიფო ინეტერესებს. ამ საშუალებებისა და ქსელების ჩართვა საქართველოს საერთო სარგებლობის სახელმწიფო ქსელში დასაშვებია კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ დადგენილი ტექნიკური ნორმების, წესებისა და პირობების დაცვით.

 

მუხლი 8

საფოსტო კავშირის ქსელი

 

1. საფოსტო კავშირის ქსელი წარმოადგენს კავშირგაბმულობის საწარმოებისა და სატრანსპორტო საშუალებების ერთიან ტექნოლოგიურ ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს ყოველგვარ საფოსტო და მატერიალურ გზავნილებათა მიღებას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ მიტანას, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე პერიოდულ გამოცემათა გავრცელებას, დამუშავებას, გადაზიდვას და დარიგებას.

2. საფოსტო კავშირის ქსელის შემადგენელი ნაწილია კავშირგაბმულობის სამინისტროს საფელდეგერო კავშირის სამსახური.

 

მუხლი 9

სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების, თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის უწყებების კავშირგაბმულობის ქსელები

1. კავშირგაბმულობა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის და სამოქალაქო თავდაცვის ინტერესებისათვის ხორციელდება სპეციალური ქსელებით, რომელთა საფუძველსაც წარმოადგენს საერთო სარგებლობის სახელმწიფო ქსელი. ამ მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო ქსელის საშუალებები სათანადო ორგანოებს იჯარით გადაეცემათ.

2. კავშირგაბმულობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები და უწყებები ვალდებული არიან პირველ რიგში გამოყონ მათ დაქვემდებარებაში არსებული კავშირგაბმულობის არხები და საშუალებები სამთავრობო, თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის ინტერესებისათვის და უზრუნველყონ მათი შეუფერხებელი ფუნქციონირება.

3. კავშირგაბმულობის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ინტერესებისათვის (სამთავრობო კავშირგაბმულობა) უზრუნველყოფენ ამ მიზნით საგანგებოდ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი .

4. კავშირგაბმულობას სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის ინტერესებისათვის უზრუნველყოფენ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების კავშირგაბმულობის ორგანოები.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 10

კავშირგაბმულობის საშუალებათა და ქსელების საკუთრება

1. საქართველოაში კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ქსელებზე შეიძლება არსებობდეს საკუთრების სახელმწიფო, კერძო და შერეული ფორმებით.

2. კავშირგაბმულობის საშუალებები და ქსელები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში იყოს, განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით.

3. ელექტროკავშირის ცალკეული ადგილობრივი საქალაქო და სასოფლო სატელეფონო ქსელები საფოსტო კავშირის ცალკეული საწარმოები, ცელკეული ტელერადიოქსელები და სადგურები შეიძლება ეკუთვნოდეთ ცალკეული იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების და ქსელების საკუთრების ფორმის შეცვლა შესაძლებელია კავშირგაბმულობის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

5. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.

6. უცხოელ ინვესტორებს უფლბა აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ კავშირგაბმულობის სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაში.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 11

კავშირგაბმულობის საშუალებათა განვითარება და მშენებლობა

1. სახელმწიფო საკუთრების კავშირგაბმულობის საშუალებათა განვითარება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და შესაბამისი დაფინანსება ხორციელდება საქართველო საქართველოს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

2. კავშირგაბმულობის საწარმოებს უფლება აქვთ კავშირგაბმულობის კომუნიკაციები გაიყვანონ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხიდებზე, გვირაბებში, ქუჩებში, ნაგებობებში, კოლექტორში, აკრძალულ ზონებში, სავარგულებში, მიუხედავად მათი კუთვნილებისა, კავშირგაბმულობის კომუნიკაციების გაყვანის პირობების შეთანხმებით მიწისა და ობიექტების მფლობელებთან და მოსარგებლებთან.

3. კავშირგაბმულობის საწარმოებმა მიწისა და ობიექტების მფლობელებს უნდა აუნაზღაურონ კომუნიკაციების გაყვანით გამოწვეული ზარალი და მოაწესრიგონ ტერიია მშენებლობის შემდეგ.

4. დასახლებული პუნქტების, საცხოვრებელი რაიონებისა და მასივების, საზოგადოებრივი შენობების, ნაგებობების და საცხოვრებელი სახლების დაგეგმარებისა და მშენებლობის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საპროექტო ორგანიზაციები ვალდებული არიან გაითვალისწინონ ცალკე შენობები ან სპეციალური სათავსები კავშირგაბმულობის საწარმოთა განლაგეისათვის მოქმედი ნორმების შესაბამისად.

5. ახალი ობიექტების მშენებლობისას დამკვეთი ვალდებულია დააპროქტოს და ააგოს ელექტროკავშირის საუბნო და შიდა ქსელები არსებული ნორმების შესაბამისად.

6. ნაგებობების, გზების, ხიდების და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისას კავშირგაბმულობის ქსელებისა და საშუალებების იძულებითი გადატანის სამუშაოებს ან მშენებლობის დამკვეთი ასრულებს ან მის ხარჯზე სრულდება კავშირგაბმულობის ქსელებისა და საშუალებების მფლობელთა ტექნიკური პირობების შესაბამისად.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 12

კავშირგაბმულობის მიწების, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ნაგებობების, რადიოსიხშირული სპექტრისა და გეოსტაციონურ ორბიტაზე კავშირგაბმულობის თანამგზავრ ბის პოზიციების დაცვა

1. კავშირგაბმულობის შენობებისა და ნაგებობების, კავშირგაბმულობის კომუნიკაციების, ქსელებისა და სისტემების განსათავსებლად გამოიყოფა მიწები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიულ პირებს გამოეყოფათ სარგებლობაში, საკუთრებაში ან იჯარით მათ მფლობელობაში არსებული კავშირგაბმულობის ქსელების განლაგების მიზნით; მიწის ფართობი განისაზღვრება დამტკიცებული ნორმატივებით და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად.

2. კავშირგაბმულობის კომუნიკაციის გასწვრივ გამოიყოფა მიწის ზოლი, რომელიც დაცვის ზონაა. ამ ზონის პარამეტრების დადგენა ხდება კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების შესაბამისად.

3. დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოები დასაშვებია მხოლოდ კავშირგაბმულობის კომუნიკაციების მფლობელთა წერილობითი თანხმობით.

4. კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ნაგებობებს, რადიოსიხშირულ სპექტრსა და გეოსტაციონურ ორბიტაზე კავშირგაბმულობის თანამგზავრების პოზიციებს იცავს სახელმწიფო.

5. ფიზიკური და იურიდიული პირები, როლმებიც დაარღვევენ მიწის სარგებლობის, კავშირგაბმულობის კომუნიკაციის დაცვის, რადიოკავშირის საშულებათა ექსპლუატაციის და რეგისტრაციის წესებს, დააზიანებენ კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ნაგებობებს, აგრეთვე წარმოქმნიან ტელე და რადიოგადაცემებისათვის არანორმირებულ დაბრკოლებებს, პასუხს აგებენ არსებული კანონმდებლობით.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 13

 საიდუმლოებისა და საფოსტო გზავნილებათა დაცვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

1. საფოსტო მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, სატელეგრაფო და კავშირგაბმულობის ამა თუ იმ ქსელით გადაცემული შეტყობინების საიდუმლოებას იცავს სახელმწიფო.

2. ყველა სამეურნეო სუბიექტი, რომელიც დასაქმებულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში, ვალდებულია დაიცვას გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოება. კავშირგაბმულობის მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ აღნიშნულ საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კავშირგაბმულობის ქსელებით გადაცემული საფოსტო გზავნილი და შეტყობინება გადაეცემა მხოლოდ ადრესატს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან უბრუნდება გამგზავნს.

4. საფოსტო გზავნილებისა და მათი გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების, დოკუმენტური კორესპონდენციების დროებითი შეჩერება, დათვალიერება და ამოღება, ცნობების მიღება მათ შესახებ, აგრეთვე საიდუმლოებათა სხვა შეზღვუდები დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრლი წესებით.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 14

ანგარიშსწორება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურებისათვის

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო მომსახურების ტარიფებსა და ანგარიშსწორების წესს ადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული წესების შესაბამისად.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 15

საერთაშორისო საფოსტო გზავნილებათა გაცვლის ძირითადი პრინციპები

1. საფოსტო და მატერიალური გზავნილებანი და სხვა ფასეულობანი, რომლებსაც შემოიტანენ სახელმწიფოში ან გაიტანენ მის საზღვრებს გარეთ, ექვემდებარება საბაჟო კონტროლს და იბეგრება საბაჟო გადასახადებით მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ტარიფებით.

2. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შესაბამის დაწესებულებებთან შეთანხმებით ადგენს იმ გზავნილებათა ნუსხას, რომელთა შემოტანა სახელმწიფოში ან გატანა სახელმწიფოდან საფოსტო კავშირის ქსელით: ა) აკრძალულია; ბ) შეზღუდულია (რაოდენობით, ვადებით ან სხვა პირობით); გ) აღნიშნული მოქმედებისათვის საჭიროა ლიცენზია ან ნებართვა.

3. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო ამტკიცებს კონკრეტულ გზავნილებათა სახეობათა გაგზავნა-შემოტანაზე ლიცენზიების ან ნებართვების გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოების სიას.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 16

სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება საფოსტო კავშირებისათვის

1. კავშირგაბმულობის საწარმოებს საფოსტო გზავნილებანი გადააქვთ თავიანთი კუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით, აგრეთვე უფლება აქვთ სახელშეკრულებო საფუძველზე ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფო ტრანსპორტით, სარკინიგზო, წყლის, საჰაერო და საავტომობილო მარშუტებსა და ხაზებზე მოქმედი სატრანსპორტო საშუალებებით.

2. სატრანსპორტო საარმოს უფლება არა აქვს უარი თქვას თავისი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული რეგულარული მარშუტებით საფოსტო გზავნილებათა გადაზიდვაზე შესაბამისი ანაზღაურებით.

3. კავშირგაბმულობის საწარმოების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, მათთან შეუთანხმებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი მომსახურების გასაწევად და სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც არ არის დაკავშირებული კავშირგაბმულობის სფეროს საქმიანობასთან.

 

მუხლი 17

კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ქსელების მართვა საგანგებო მდგომარეობისა და განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში

1. კავშირგაბმულობის სამინისტრო კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ქსელებ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მართავს ცენტრალიზებულად, სპეციალური და უწყებრივი ქსელების მქონე სამინისტროებისა და უწყებების კავშირგაბმულობის სამსახურებთან თანამოქმედებით.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს მაშველი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ოპერატიული მართვის მიზნით, კავშირგაბმულობის სამინისტროს და სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანებს, საკუთრების ფორმის მიუხედავად, კავშირგაბმულობის ნებისმიერი საშუალებების და ქსელების გამოყენების ან მათი ფუნქციონირების შეჩერების პრიორიტეტული უფლება აქვთ.

3. სახელმწიფო მმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ კავშირგაბმულობის საწარმოებს ყოველგვარი დახმარება (მუშხელი, ტრანსპორტი და ა.შ.) შესაბამისი ანაზღაურებით სტიქიური უბედურების ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევების შედეგად კავშირგაბმულობის ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში ლიკვიდაციისთვის.

4. სტიქიური უბედურების, ეპიდემიებისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების შედეგეის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისა და კავშირგბმულობის საშულებებისა  და ქსელების მფლობელებისა და მესაკუთრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 18

რადიოსიხშირეების განაწილება და მათი გამოყენების ნებართვის გაცემა

1. საქართველოსათვის საერთაშორისო შთანხმებით გამოყოფილი რადიოსიხშირეები სახელმწიფო საკუთრებაა და მათი გამოყენების რეგულირება სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლებაა.

2. რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის უზრუნველსაყოფად კავშრგაბმულობის სამინისტრო ადგენს სიხშირის დიაპაზონის განაწილების წესს და მის საფუძველზე გასცემს ელექტრომაგნიტური ტალღების გამომსხივებელი საშუალებების ექსპლუატაციის ნებართვას, ზედამხედველობას უწევს და   აკონტროლებს მათ მუშაობას.

3. კავშირგაბმულობის საშუალებები, რადიო, სატელევიზიო და მაუწყებლობის სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებია, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. რადიოელექტრონული და მაღალი სიხშირის სხვა მოწყობილობის დამუშავების, დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის განსაკუთრებულ პირობებს, მათი ექსპლუატაციის წესს ადგენს კავშირგაბმულობის სამინისტრო, ამასთანავე იგი შეიმუშავებს და განახორციელებს რადიო და სატელევიზიო მიღების ინდუსტრიულ და სხვა რადიოდაბრკოლებებისაგან დაცვის ღონისძიებათა კომპლექსს.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 19

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება

1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში დასაქმებული სამეურნეო სუბიექტები, მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთების ფორმების მიუხედავად, მუშაობენ ამ სფეროში საქმიანობის უფლების ლიცენზიის საფუძველზე.

2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობისათვის ლიცენზიებს გასცეკავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო დადგენილი წესით.

საქართველოს  1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი 953   -  პარლამენტის უწყებანი , № 44 , 11 /11/1997 წ.

 

მუხლი 20

კავშირგაბმულობის საშუალებათა სერტიფიკაცია

1. საქართველოს კავშირგაბმულობის საერთო-სახელმწიფო ქსელში კავშირგაბმულობის საშულებები გამოიყენება კავშირგაბმულობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სერტიფიკატების საფუძველზე.

2. კავშირგაბმულობის საშუალებების სერიფიკაციას აწარმოებენ ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილი დაწესებულებები, რომლებიც დადგენილი წესით და კავშირგაბმულობის სამინისტროს წარდგინებით აკრედიტებული არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის უწყებებში. სერტიფიკაცია ხორიცელდება დამტკიცებული სტანდარტებისა და ტექნიკურ მოთხოვნათა, სხვა ნორმების, მათ შორის ეროვნული, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

 

  მუხლი 21

კავშირგაბმულობის მომსახურების ხარისხი და მომხმარებლთა უფლებების დაცვა

1. სამეურნეო სუბიექტები ვალდებული არიან მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, რომელიც ხარისხით შეესაბამება სტანდარტებით, ტექნიკური ნორმებით, ხელშეკრულებების პირობებით და სხვა დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. აკრძალულია კავშირგაბმულობის საშუალებებით ისეთი მომსახურბის გაწევა, რომლის შესაბამისობა დაწესებულ მოთხოვნებთან სერიფიკატით არ არის დადასტურებული.

3. მომხმარებლის უფლებებს ელექტრული და საფოსტო კავშირის მომსახურების საჭირო ხარისხზე, კავშირგაბმულობის მომსახურებისა და მათი შემსრულებლების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, აგრეთვე სხვა უფლებებს და ამ უფლებათა რეალიზაციის მექანიზმებს არეგულირებს საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“.

 

მუხლი 22

საერთაშორისო ურთიერთობა კავშირგაბმულობაში

1. საქართველოა კავშირგაბმულობის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამყარებს სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ ურთიერთობას. საქართველოას ამ ორგანიზაციებში წარმოადგენს კავშირგაბმულობის სამინისტრო. კავშირგაბმულობის სამინისტრო თანამშრომლობს აგრეთვე სხვა სახელმწიფოების კავშირგაბმულობის უწყებებთან.

2. კავშირგაბმულობის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა იურიდიული და ფიზიკური პირის საერთაშორისო საქმიანობას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კოორდინაციას უწევს კავშირგაბმულობის სამინისტრო.

4. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ისეთი წესები, რომლებიც განსხვავდება კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისაგან, მომედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები.

 

მუხლი 23

საფოსტო გადასახადი ნიშნების გამოცემა

1. საფოსტო ნიშნების (მარკების, კონვერტების, ღია ბარათების და სხვა) გამოცემის განსაკუთრებული უფლება აქვს კავშირგაბმულობის სამინისტროს.

2. კავშირგაბმულობის სამინისტრო ამ უფლების გამოყენების დროს ადგენს საფოსტო ნიშნების ნიმუშებს, მათ ნომინალებს და ტარიფებს, ორგანიზაციას უწევს მათ გამოცემასა და გავრცელებას.

 

მუხლი 24

სამუშაო ენა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში

1. საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სამსახურებრივი საქმისწარმოების ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა.

2. ელექტრო და საფოსტო კავშირგაბმულობის საერთაშორისო შეტყობინებები მუშავდება იმ ენაზე, რომელიც განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს რესპბულიკის საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად.

 

მუხლი 25

პასუხისმგებლობა

ამ კანონის მოთხოვნათა დამრღვევი იურიდიული და ფიზიკური პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმებლობის შესაბამისად.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური                                                                           ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                                  ვახტანგ გოგუაძე.

 

თბილისი, 1994 წლის 12 ოქტომბერი.