დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამინისტროს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის მძიმე დანაშაულის ფაქტებისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/03/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 25/03/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.070.000.11.111.005.729 |
სახელმწიფო სარესგიტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.729
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის
ბრძანება №34
2003 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამინისტროს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის მძიმე დანაშაულის ფაქტებისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-12 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ყველა თანამშრომელმა მძიმე დანაშაულის ფაქტებისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს ადმინისტრაციის ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებას;
2. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას;
3. ბრძანება ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
ვ. ხაბურძანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები