დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის №627 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023594 |
|
„შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის №627 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის №627 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2021, 300160070.10.003.023183) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემსყიდველის მიერ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შესყიდვა შესაძლოა, განხორციელდეს: ა) თუ ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა ან/და მომსახურებისა) ყოველი კონკრეტული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს; ან ბ) თუ ხორციელდება ამ წესის დანართით განსაზღვრული ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატების შესყიდვა, რაც მოიცავს საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ღონისძიებას/ხარჯს, მათ შორის, ტრანსპორტირებისა და საქონლის დაზღვევის ხარჯებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები