დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ‒ საკრებულოთა არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 27/02/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1991 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/07/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
„საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ‒ საკრებულოთა არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
„საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ‒ საკრებულოთა არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 იანვრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
მუხლი პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 1. არჩევნების საფუძვლები
საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში დეპუტატები აირჩევიან ქალაქის (გარდა რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა), ქალაქის რაიონის, დაბის, თემთა და სოფლის საკრებულოებში ‒ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძვლებზე ფარული კენჭისყრით, ხოლო რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონისა და რაიონის საკრებულოებში ‒ შესაბამისად ქალაქის რაიონის საკრებულოების, ქალაქის ზონისა და რაიონული დაქვემდებარების ქალაქების, დაბების, თემებისა და სოფლების საკრებულოების მიერ ფარული კენჭისყრით.
საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატები აირჩევენ 3 წლის ვადით. ქალაქის (გარდა რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა), ქალაქის რაიონის, დაბის, თემთა და სოფლის საკრებულოებში დეპუტატების არჩევნები ეწყობა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, ქალაქის ზონისა და რაიონის საკრებულოებში ‒ შესაბამისად ქალაქის რაიონების საკრებულოების, ქალაქის ზონისა და რაიონული დაქვემდებარების ქალაქების, დაბების, თემების და სოფლების საკრებულოების მიხედვით. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში არჩევნები ტარდება პროპორციული წარმომადგენლობისა და ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემის საფუძველზე“.
2. მე-10 მუხლის მე-8 ნაწილში სიტყვის „კანდიდატები“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვა „საჯაროდ“.
3. მე-13 მუხლის მე-3 ნაწილში „დაბების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „თემებისა“.
4. მე-16 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „არანაკლებ 15-ისა“ შეიცვალოს სიტყვებით „არანაკლებ 3-ისა“, ხოლო სიტყვა „დაბის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „თემთა“.
5. მე-18 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები „ან პირიქით“.
6. მე-19 მუხლის „გ“ პუნქტს სიტყვების „დაბების საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების სადაბო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „თემთა საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების სათემო“.
7. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„3) შრომითი კოლექტივებისა და უმაღლესი სასწავლებლების (მათი ფილიალების) კოლექტივების კრებებს (კონფერენციებს) ‒ შესაბამის ტერიტორიულ საარჩევნო კომისიებში;
„5) ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენის გზით ‒ ტერიტორიულ საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამი ტერიტორიაზე მცხოვრები სულ ცოტა 100 ამომრჩეველი, ადგილობრივ საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრები სულ ცოტა 50 ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 20 ამომრჩეველი. ეს რიცხვები შეიძლება შემცირდეს, თუ ამას დაადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია“.
8. 39-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატს მხარს უნდა უჭერდეს ამ საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 100 ამომრჩეველი (ან ამომრჩეველთა უფრო მცირე რიცხვი, თუ ამას დაადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია), რომელთაც თავისი მხარდაჭერა ხელმოწერით უნდა გამოხატონ“.
9. მე-40 მუხლში:
პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატს მხარს უნდა უჭერდეს ამ საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 100 ამომრჩეველი (ან ამომრჩეველთა უფრო მცირე რიცხვი, თუ ამას დაადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია), რომელთაც თავისი მხარდაჭერა ხელმოწერით უნდა გამოხატონ“.
მე-4 ნაწილში სიტყვა „ერთზე“ შეიცვალოს სიტყვით „ზემოაღნიშნულზე“.
10. 50-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად უზრუნველყოფენ დეპუტატობის კანდიდატებისათვის, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის საარჩევნო პროგრამებისა და დეპუტატობის კანდიდატების შესახებ მონაცემების შემცველი წინასაარჩევნო პლაკატების დაბეჭდვას არჩევნებამდე არაუგვიანეს 15 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია
თბილისი,
1991 წლის 27 თებერვალი
დოკუმენტის კომენტარები