„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016755
1-1/327
22/07/2022
ვებგვერდი, 26/07/2022
040030000.22.024.016755
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/327

2022 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 040030000.22.025.016104) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწფო სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ძალადაკარგულად ცნობს მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებს, აგრეთვე სააგენტოს უფროსის ბრძანებებს;

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.“

3.  მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია დაავალოს რომელიმე მოადგილეს სააგენტოს უფროსის ფუნქციების დროებითი შესრულება.“

4. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს უფროსის მოადგილეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

5.  მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეებს და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური კავშირი საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განმახორციელებელ და/ან მწარმოებელ რომელიმე სუბიექტთან.".

6.   მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

„ძ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.;“

7.   მე-7  მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ)  კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

8.  მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“

9. 81  მუხლის მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის, სააგენტოს უფროსის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“

10. 8მუხლის მე-3  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე). კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი