„საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GMP სერტიფიკატის გაცემის წესის და საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GDP სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №01-23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-72/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017000
01-72/ნ
25/07/2022
ვებგვერდი, 26/07/2022
470230000.22.035.017000
„საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GMP სერტიფიკატის გაცემის წესის და საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GDP სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №01-23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GMP სერტიფიკატის გაცემის წესის და საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GDP სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №01-23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-72/ნ

2022 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GMP სერტიფიკატის გაცემის წესის და საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GDP სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №01-23/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GMP სერტიფიკატის გაცემის წესის და საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GDP სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №01-23/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/03/2020; 470230000.22.035.016727) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GDP სერტიფიკატის გაცემის წესი):

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის და GDP სერტიფიკატის გაცემის წესი რეგულირდება ამ დანართის შესაბამისად, ევროპის წამლების სააგენტოს 2014 წლის 3 ოქტომბრის „ინსპექტირების და ინფორმაციის გაცვლის თაობაზე პროცედურების კრებულით (EMA/572454/2014 Rev 17. Compliance and Inspection Compilation of Community Procedures on Inspections and Exchange of Information) დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბითუმო დისტრიბუტორის ადგილზე ინსპექტირება იწყება საბითუმო დისტრიბუტორთან შეთანხმებით, შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. შეტყობინების გაგზავნიდან 1 თვის განმავლობაში საბითუმო დისტრიბუტორის მიერ ინსპექტირების ადგილზე დაწყების თაობაზე პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, სააგენტო მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში, იღებს გადაწყვეტილებას ინსპექტირების განხორციელების პერიოდის განსაზღვრის შესახებ და წინასწარ აცნობებს საბითუმო დისტრიბუტორს არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის მისაღებად, საბითუმო დისტრიბუტორის ადგილზე ინსპექტირებისას სააგენტო ადგენს:

ა) საბითუმო დისტრიბუტორის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემთა ნამდვილობას;

ბ) GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან საბითუმო დისტრიბუტორის შენობა-ნაგებობის, დანადგარების (აღჭურვილობის), სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის, წერილობითი ფორმით დამტკიცებული ყველა სამუშაო პროცედურის და დასაქმებული პერსონალის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სერტიფიკატის მქონე სუბიექტის GDP სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ინსპექტირება ხორციელდება სტანდარტული სამუშაო ოპერაციების  რეჟიმის პირობებში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი