დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.35.139.016469 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №14 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 040030000.35.139.016404, 29/06/2021) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და
1. დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „დ) მშენებლობის ნებართვის გაცემა და მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტების შეთანხმება.“. 2. დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ვ) არქიტექტურის სამსახური – სამშენებლო ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტადიების შესაბამისად, მათ შორის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება. ასევე, მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტების შეთანხმება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები