„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.023589
378
20/07/2022
ვებგვერდი, 21/07/2022
190040000.10.003.023589
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №378

2022 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – საკრედიტო საგარანტიო სქემის“:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) გუდვილი − ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი.“.

2. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იმავე სესხის ფარგლებში ვერ ისარგებლებს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

ა)  აღნიშნული სესხი გაცემულია ეკონომიკური საქმიანობების შემდეგ სახეებზე:

  • ლაბორატორიული საქმიანობა (საქმიანობის კოდი: 86.90.0);
  • კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში (საქმიანობის კოდი: 72.11.0);
  • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები (71.20.0);
  • საზღვაო თევზჭერა (საქმიანობის კოდი: 03.11.0);

ბ) ეს სესხი გაცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში.“.

3. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარისთვის სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 150 (ას ორმოცდაათი) პროცენტს. სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალურ ოდენობაში არ გაითვალისწინება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის თავდებობა. ამასთან, თუ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ის ქონება, რომელიც ერთხელ ან რამდენიმეჯერ უკვე დაგირავებულია სხვა სესხის/სესხების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამური ოდენობა დგინდება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსა და ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში სააგენტო ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან. სააგენტოს დასტურის შემთხვევაში, სესხი მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების (უცხოური ვალუტის სესხის შემთხვევაში სესხის ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნება სახელმწიფო ხაზინაში უნდა მოხდეს სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზების დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად) შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ასათვისებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება გადეფოლტებული სესხის ძირი თანხის (გადასახდელი პროცენტებისა და საკომისიოს გარეშე) ნაშთის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, დეფოლტის მომენტისთვის არსებული კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფაქტობრივი პორტფელის 35 პროცენტის ოდენობაზე. კერძოდ, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გადეფოლტებული სესხ(ებ)ი ანაზღაურდება მანამ, სანამ თითოეული კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის პროგრამის ფარგლებში გადეფოლტებული სესხების თანხის ჯამური მოცულობა მიაღწევს ფაქტობრივი პორტფელის 35 პროცენტს. ამასთან, უცხოური ვალუტის   სესხის გადეფოლტების შემთხვევაში სესხის ძირი თანხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის გამოთვლა ხორციელდება ამ სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციის განხორციელების დღეს არსებული ეროვნული ბანკის ვალუტის კურსის შესაბამისად.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში შემოსული და შემდგომ დადასტურებული ახალი/რეფინანსირებული, ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის:

  • 90 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას და ბანკის შემთხვევაში რესტრუქტურიზებისასაც ნამეტი თანხის ნაწილში) შემთხვევაში);
  • 30 პროცენტისა (გაცემული სესხის კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას, რესტრუქტურიზებული ძირის ნაწილში)

ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რესტრუქტურიზებულია/რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 90 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, უცხოური ვალუტის სესხის შემთხვევაში, სესხის ამოღების შედეგად მიღებული გარანტირებული ნაწილის შესაბამისი თანხის დაბრუნება სახელმწიფო ხაზინაში უნდა მოხდეს სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზების დღეს არსებული ეროვნული ბანკის ვალუტის კურსის შესაბამისად.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. პროგრამის მიმართულებები და მიზნობრიობა

1. პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ შემდეგი ორი მიზნობრიობით:

ა) წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისთვის საჭირო კაპიტალური ხარჯებისთვის − სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მოცულობის არანაკლებ 80 (ოთხმოცი) პროცენტისა;

ბ) საბრუნავი საშუალებებისათვის − სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის მოცულობის არაუმეტეს 20 (ოცი) პროცენტისა.

2. ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტით შეუძლებელია დაფინანსდეს:

ა) გუდვილის შეძენა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რემონტი, გარდა სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;

გ) მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

დ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;

ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.“.

7. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2021 წლის 15 დეკემბრიდან პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის/სესხების რეფინანსირება, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზაცია, შესაბამისად, დასახელებული თარიღიდან იურიდიულ ძალას კარგავს ყველა ის მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი, რომელიც არეგულირებს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის პროგრამაში რესტრუქტურიზებას/რეფინანსირებას. ამასთან, აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების მოქმედების გაუქმებას 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული სესხებისათვის.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. 2022 წლის 3 იანვრიდან პროგრამის მე-7 მუხლში:

ა) მე-5, მე-7, 71, მე-8, 81, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა (იმ სესხებისათვის, რომლებიც დამტკიცდება და გაიცემა 2022 წლის 3 იანვრიდან), რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს სესხის 28 პროცენტის ოდენობით.“.

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი, როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც დადასტურების მიზნით წარდგენილია სააგენტოში 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ დადასტურებულია სააგენტოს მიერ) ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/ რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა განისაზღვრება:

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შესაბამისად, ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2022 წლის 3 იანვრიდან დადასტურებული და გაცემული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.

8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) (რომლებიც სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილია 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულია) დაფარვების შესაბამისად თანხის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა (რომლის კალკულაციას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) განისაზღვრება:

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულ სესხებზე (როგორც ახალი სესხის ძირის, ასევე რეფინანსირების შედეგად მხოლოდ ნამეტი თანხის) არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებულ და გაცემულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით.“.

„10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 31.5 პროცენტის კალკულაციასა და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 111 პუნქტები:

„101. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებული და გაცემული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 28 პროცენტის ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

„111. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებული და გაცემული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 28 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“.

6. 2022 წლის 3 იანვრიდან პროგრამის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება, 2022 წლის 3 იანვრიდან დადასტურებული და გაცემული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემული და რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.“.

8. დანართ №1-ში:

ა) მოცემული კოდები: 55.10.1 და 55.10.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 I   

55.10.1

(იხ. სავალდებულო კრიტერიუმები, დანართი №2)

სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით

 I

55.10.2

(იხ. სავალდებულო კრიტერიუმები, დანართი №2)

სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე

.“;

ბ) დაემატოს ეკონომიკური საქმიანობის შემდეგი კოდები:

A

01.41.0

მერძეული ჯიშების პირუტყვის მოშენება

A

01.42.0

მსხვილფეხა პირუტყვის სხვა ჯიშებისა და კამეჩების მოშენება

A

01.43.0

ცხენების და სხვა ცხენისებრთა ჯიშების მოშენება

A

01.45.0

ცხენების და თხების მოშენება

A

01.46.0

ღორების და გოჭების მოშენება

.“.

9. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №2

სასტუმროს (NACE კოდი: 55.10.1; 55.10.2) მინიმალური კრიტერიუმები

ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში – მინ. 10 ნომერი ან არსებული სასტუმროს გაფართოებისას/გადაიარაღებისას სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება №2 დანართის შესაბამისად.

  • სასტუმროს ნომერი:

სასტუმროს უნდა ჰქონდეს 1-ოთახიანი ან მრავალოთახიანი ნომრები:

ა) 1-ოთახიანი ნომერი – 1-ადგილიანი ან 2-ადგილიანი

– არანაკლებ 18 კვ.მ, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 4 კვ. მ-ისა;

ბ) მრავალოთახიანი ნომერი (აპარტამენტი) 2-ადგილიანი ან 2+ ადგილიანი

– თითოეულ სტუმარზე არანაკლებ 8 კვ. მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 2 კვ. მ-ისა.

  • ბავშვის დამატებითი ლოგინი/EXTRA BED:

ნომრებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საწოლის ჩამატების შესაძლებლობა.

  • ლიფტი – თუ შენობა 2-ზე მეტსართულიანია:

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტურია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით):

ა) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სალიფტე შახტის შესრულება შეუძლებელია;

ბ) შენობა-ნაგებობა განლაგებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა სალიფტე შახტის შესრულების საშუალებას;

გ) არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს;

დ) თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას.

  • სანიტარიული კეთილმოწყობა და ელექტრომომარაგება:

ა) გარე განათება;

ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

გ) საშხაპე/აბაზანა, ხელსაბანი, უნიტაზი;

დ) სასტუმრო ოთახ(ებ)ისა და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.

  • ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

ა) ნომერში არანაკლებ ერთი ფანჯრისა ბუნებრივი განათებისათვის (ხმაურდამცავი მინაპაკეტით);

ბ) ოთახების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა), აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა).

  • უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნა:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ქართულ და უცხო ენებზე;

ბ) საევაკუაციო სქემა სტუმრისთვის თვალსაჩინო ადგილას.

  • პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასტუმროში განთავსების საშუალება.

  • სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

  • კვების ობიექტი:

სასადილო ან რესტორანი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი