დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017607 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 3 ივნისის №175 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017590) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. ანალიტიკური სამმართველო 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის ან პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის ან პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის ან პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის ან პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 5. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები