„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017007
51
26/07/2022
ვებგვერდი, 28/07/2022
120010000.22.026.017007
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №51

2022 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-12 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები, სასურსათო ულუფა, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაცია და სანივთე ქონების მიღების უფლება.“;

2. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ზ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.“;

3. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების წარმოშობის დღიდან და გრძელდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების განმავლობაში.“;

4. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი ჩაეთვლება შრომის სტაჟში, მიეცემა შესაბამისი თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა”-„ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამოტანილი იქნება გამამართლებელი გადაწყვეტილება;

ბ) „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება მოსამსახურის სასარჩელო მოთხოვნა (რომლის უზრუნველსაყოფადაც სასამართლომ მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (განჩინება)) და სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს მოსამსახურის ზღვრული ასაკის გაზრდას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე