„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017261
75
25/07/2022
ვებგვერდი, 26/07/2022
140120000.22.034.017261
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №75

2022 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა)ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს:

ე.ა) იარაღი სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით, ხოლო ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღი − შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

ე.ბ) იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით;

ე.გ) იარაღი შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

ე.დ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისთვის წარდგენის მიზნით;

ე.ე) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

ე.ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში მიტანის ან/და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;

ე.ზ) იარაღი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) ტირის/სასროლეთის მფლობელი − ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;“.

2. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91

1. მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში მიტანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით სააგენტოს მიერ გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა − ფორმა №5 (დანართი №7).

2. იარაღის დროებითი მოწმობა − ფორმა №5 (დანართი №7) უფლებას აძლევს მესაკუთრეს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის ტირში ან სასროლეთში მიტანა და მათი შენახვის ადგილზე დაბრუნება. ამასთან, იარაღის მესაკუთრეს იარაღის გადატანის უფლება ეძლევა მხოლოდ იარაღის დროებითი მოწმობით იარაღის ტირში ან სასროლეთში მიტანისა და ტირიდან ან სასროლეთიდან შენახვის ადგილზე დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადაში.

3. იარაღის დროებითი მოწმობა − ფორმა №5 (დანართი №7) გაიცემა მესაკუთრის წერილობითი მოთხოვნიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. წერილობით მოთხოვნაში მესაკუთრემ უნდა მიუთითოს:

ა) მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იმ იარაღის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლის მიტანაც სურს ტირში ან სასროლეთში;

ბ) იარაღის ტირში/სასროლეთში გადატანის მისთვის სასურველი დრო (წელი, თვე, დღე და საათი).

4. იარაღის დროებითი მოწმობა − ფორმა №5-ის (დანართი №7) I ნაწილს ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც მესაკუთრის მოთხოვნის, იარაღის შენახვის ადგილისა და ტირის/სასროლეთის ადგილმდებარეობის მიხედვით განსაზღვრავს:

ა) დროს (მაგრამ არაუმეტეს 12 საათისა), რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა იარაღის ტირში/სასროლეთში გადატანის უფლება;

ბ) დროს (მაგრამ არა უმეტეს ტირში/სასროლეთში იარაღის მიტანისთვის განსაზღვრული დროისა), რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება. აღნიშნული დროის ათვლა იწყება ტირში/სასროლეთში მესაკუთრის ვიზიტის დასრულებიდან.

5. ტირის/სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში, იარაღის დროებითი მოწმობა − ფორმა №5-ით (დანართი №7) მესაკუთრეს შესაძლებელია მიეცეს გადასატანი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნების ტირში/სასროლეთში გადატანის უფლებაც (ერთ ერთეულ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნისა).

6. ტირის/სასროლეთის მფლობელი (ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი) ვალდებულია, იარაღის დროებითი მოწმობა − ფორმა №5-ის (დანართი №7) II ნაწილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ტირში/სასროლეთში მესაკუთრის ვიზიტის დასრულების საათი, დღე, თვე, წელი და მოაწეროს ხელი.

7. მესაკუთრე ვალდებულია, ტირში/სასროლეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს იარაღის დროებითი მოწმობით განსაზღვრული დროისა, იარაღი და გამოუყენებელი ვაზნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დააბრუნოს შენახვის ადგილზე.

8. ამ მუხლით განსაზღვრული წესით იარაღის გადატანისას მესაკუთრე ვალდებულია, თან იქონიოს იარაღის დროებითი მოწმობა და გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. იარაღის დროებითი მოწმობით განსაზღვრული უფლების რეალიზებისას მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები.

9. ერთსა და იმავე პირზე იარაღის დროებითი მოწმობის − ფორმა №5-ის (დანართი №7) შემდგომი გაცემა დასაშვებია უკანასკნელად გაცემული იარაღის დროებითი მოწმობით − ფორმა №5-ით (დანართი №7) განსაზღვრული იარაღის ტირიდან ან სასროლეთიდან შენახვის ადგილზე დაბრუნების ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 7 სამუშაო დღისა.“.

3. დანართი 6-ის შემდეგ დაემატოს დანართი 7 თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 14 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური