„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.023588
377
18/07/2022
ვებგვერდი, 19/07/2022
010220030.10.003.023588
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №377

2022 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010220030.10.003.017563) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის:

ა) ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“  ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;“;

ვ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;“;

ზ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ანტიკორუფციული სამდივნოს უფროსი/მოადგილე, ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანტიკორუფციულ საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ანტიკორუფციული სამდივნო (შემდგომში – ანტიკორუფციული სამდივნო). სამდივნო უზრუნველყოფს ანტიკორუფციული საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობას. ანტიკორუფციული სამდივნოს ფუნქციები განისაზღვრება ანტიკორუფციული სამდივნოს დებულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი