„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-75/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2022
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.017003
01-75/ნ
12/08/2022
ვებგვერდი, 12/08/2022
040030000.22.035.017003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-75/ნ

2022 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/11/2020, 040030000.22.035.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების“:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და რეგიონული წარმომადგენლობებისგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის  დეპარტამენტი:

ა.ა) სამშენებლო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.ბ) სამთომოპოვებით და მძიმე მრეწველობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.ბ.ა) მძიმე მრეწველობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

ა.გ) მსუბუქ  მრეწველობასა და მომსახურების სექტორზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.გ.ა) მომსახურების სექტორზე ზედამხედველობის განყოფილება;

ა.დ) შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის აჭარის რეგიონული სამმართველო;

ა.ე) შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის იმერეთის რეგიონული სამმართველო.

ბ) შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტი:

ბ.ა) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ.ა.ა)  იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის (ტრეფიკინგის) ზედამხედველობის განყოფილება.

ბ.ბ)  სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის  საკითხებზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ.გ) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის აჭარის რეგიონული სამმართველო;

ბ.დ) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის იმერეთის რეგიონული სამმართველო.

გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი:

გ.ა) ოპერატიული ინფორმაციის მოძიების, მონიტორინგისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სამმართველო.

დ) ადმინისტრაციული  დეპარტამენტი:

დ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

დ.ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტატისტიკისა და  ანალიტიკის სამმართველო;

დ.გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ.დ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის ცენტრი (სამმართველო).

ე) იურიდიული დეპარტამენტი:

ე.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ე.ბ) ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;

ე.ბ.ა) საჩივრების განხილვის განყოფილება.

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი:

ვ.ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

ვ.ბ) ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვის სამმართველო;

ვ.გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილეების საკურატორო მიმართულებები და უფლებამოსილებანი, ასევე მთავარი შრომის ინსპექტორის მრჩევლის, დეპარტამენტების, სამმართველოებისა და განყოფილებების ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარი შრომის ინსპექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მისი ხელმძღვანელის უფლებამოსილებები

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფი:

ა) ახდენს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის გეგმის, სტრატეგიის შემუშავებას და  საქმიანობის შესახებ ანგარიშის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიზნების, ამოცანების, საქმიანობის პრიორიტეტების პერიოდულად გადახედვას, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას ცვლილებების შესახებ და დადგენილი წესით ინიცირებას;

გ) ახდენს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში არსებული პრობლემების, საფრთხეების ან/და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ იდეებისა და მოსაზრებების ხელმძღვანელობისთვის მიწოდებას;

დ) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;

ე) მონაწილეობს სამსახურში შექმნილ დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;

ვ) ამზადებს გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებთან მიმართებაში;

ზ) წარადგენს შენიშვნებს, რეკომენდაციებს ან/და წინადადებებს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;

თ) შრომითი ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ატარებს შესაბამისი ღონისძიებებს, ასევე ახდენს დაინტერესებულ პირთა კონსულტირებას მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებზე;

ი) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, აწარმოებს საქმიან ურთიერთობებს და თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;

კ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა  და სამსახურებრივ ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს მთავარი შრომის ინსპექტორი, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი შრომის ინსპექტორის წინაშე.

4. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება მთავარ შრომის ინსპექტორს, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა მიერ შესასრულებელ სამუშაოს;

გ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) აბარებს მთავარ შრომის ინსპექტორს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;

ვ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას;

ზ) წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მთავარი შრომის ინსპექტორის,  მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა, საჭიროების შემთხვევაში შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობისა და შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ისევე როგორც ამავე დეპარტამენტების  სამმართველოებისა და განყოფილების ხელმძღვანელები, მოქმედებენ ისე, როგორც შრომის ინსპექტორები და ასრულებენ შრომის ინსპექტორისათვის გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.   

7. გარდა ამ მუხლით განსაზღვრულისა, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მასში დასაქმებულ თანამშრომელთა დარგობრივი უფლებამოსილებები/კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 15 აგვისტოდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი