საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურების ოდენობების, საფასურის გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურების ოდენობების, საფასურის გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023583
373
18/07/2022
ვებგვერდი, 19/07/2022
040030000.10.003.023583
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურების ოდენობების, საფასურის გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №373

2022 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურების ოდენობების, საფასურის გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეები და საფასურების ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურების ოდენობების, საფასურის გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მიერ (შემდგომში – იუსტიციის სახლი) საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეებსა და საფასურების ოდენობებს, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. იუსტიციის სახლის საკუთარ სერვისებთან დაკავშირებული იმ მომსახურების საფასური, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ წესით და თავისი არსით ფიქსირებული არ უნდა იყოს, განისაზღვრება იუსტიციის სახლსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით.

მუხლი 2. მომსახურების საფასურები

საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეები და მათი საფასურებია:

ა) სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში − 75 ლარი;

ბ) სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) ქორწინების სახლში:

ბ.ა) შაბათს და კვირას – 225 ლარი;

ბ.ბ) ნებისმიერ დღეს, გარდა შაბათისა და კვირისა – 135 ლარი;

გ) შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება (იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოსა და ქორწინების სახლის შენობის გარეთ (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება) – 255 ლარი.

მუხლი 3. მომსახურების საფასურის გადახდის წესი

1. საფასურის გადახდა ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებებისთვის ხორციელდება შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა.

2. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მიღების დროის დაჯავშნის სისტემის გამოყენებისას მომსახურების საფასურის 50% გადაიხდება ჯავშნის დადასტურებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი 50% − შესაბამისი განაცხადის რეგისტრაციისას. დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაჯავშნისას გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.

3. საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ამ წესის შესაბამისად გადახდილი მომსახურების საფასური ჩაირიცხება იუსტიციის სახლის ანგარიშზე.

4. ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, იუსტიციის სახლი უფლებამოსილია, არ გაწიოს მომსახურება.

მუხლი 4. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებულმა პირმა მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადის რეგისტრაციამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება;

ბ) მომსახურება ვერ განხორციელდა განსაზღვრულ ვადაში, დაინტერესებული პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით;

გ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ ოდენობას შორის.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში და შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების დასაბუთებას.

მუხლი 5. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1. ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით მყოფი პირი, თუ შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ დაწესებულებაში.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება, განისაზღვროს ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების დამატებითი შემთხვევები.