დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 370 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.10.003.023581 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საფასურის, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის 384, 49-ე და 50-ე პუნქტებით, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადახდა ხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.“; ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-7 მუხლის 91 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 151 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილი განცხადებების განხილვა ხორციელდება ამავე დადგენილების ძალაში შესვლამდე განსაზღვრული წესით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, მათ შორის, ქორწინების სახლში, სპეციალური სარიტუალო და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის მომსახურების მიღების დროის დაჯავშნისთვის გათვალისწინებული საფასური ჩაირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის ანგარიშზე, თუ ამ დადგენილების ამოქმედებამდე სააგენტოს მიერ მომსახურება არ გაწეულა.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები