დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.017259 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ III, 02/07/2007 წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“. 2. მე-17 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან;“. 3. 175 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“. 4. 176 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან;“. 5. 178 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან.“. 6. 179 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან;“. 7. 1711 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან.“. 8. 1713 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1713 1710 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცნობა გაიცემა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ო3“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.“. 9. 1714 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან;“. 10. 1715 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდისგან;“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 14 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები