„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12-66
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017008
12-66
16/07/2022
ვებგვერდი, 18/07/2022
010250050.35.101.017008
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12-66

2022 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) მე-2 მუხლით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულებაში და დებულების:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა), 1341 მუხლით, 135-ე-135​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და მათი აღსასრულებლად მიქცევა;“;

ბ) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–135​​​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ასევე უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვისას ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;“;

გ) „ჰ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ7) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​2 მუხლით, 135​​​-ე–135​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოწერა და მათი აღსასრულებლად მიქცევა.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) იქონიოს და მართოს სპეციალური დაცული სადგომი.“;

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–135​​​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ასევე უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვისას ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით;“;

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები:

„ჟ) მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახური;

რ) სპეციალური დაცული სადგომების მართვის სამსახური;

ს) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ტურისტული და  სპეციალური მარშრუტების კონტროლის სამსახური“.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1341-135​​​​​5  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;

ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა), 135-ე-1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტებისა და ზემოაღნიშნული მუხლებით, აგრეთვე 1341 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მათ გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა), 1341-135​​​​​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის გაგზავნა, ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაგზავნა;“;

ბ) მე-8 პუნქტს, „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვისას ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას განბლოკვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განბლოკვა ან შესაბამისი დოკუმენტის მომზადება განბლოკვაზე უფლებამოსილი პირისთვის გადაგზავნის მიზნით;“

გ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ასევე უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვისას ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას სააგენტოში შესული საჩივრების სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და განხილვის უზრუნველყოფა;

დ) მე-9 პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმეზე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მოსმენა, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, წარმოდგენილი საქმის მასალების მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად შეგროვება, გამოკვლევა, შეფასება და შესაბამისი დადგენილების გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის გაგზავნის მიზნით ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურისათვის;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125​​​​​​​2 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ასევე უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვისას ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმის განხილვის დროს დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში საქმის მასალების სააგენტოს უფროსისთვის ან სააგენტოს უფროსის მოადგილისთვის წარდგენა, შემდგომში საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის მიზნით;“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10.  მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) მსუბუქი ავტომობილით –  ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა;

ბ) გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციაზე ან რკინიგზის გადასასვლელზე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე, ან ამ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგებაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან სააგენტოს მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (მათ შორის, დროებითის) გარეშე ან სქემის (მათ შორის, დროებითის) დარღვევისას კონტროლის გაწევა - მათ შორის: ობიექტი შემოფარგლულია თუ არა დამცავი ღობით და ქვეითთა მოძრაობის ადგილებში შემოღობვა გადახურულია თუ არა დამცავი საფარით; განთავსებულია თუ არა შესაბამისი (შუქამრეკლი) საგზაო ნიშნები ან/და დატანილია დროებითი ჰორიზონტალური მონიშვნები; აკონტროლებს თუ არა საავტომობილო საშუალებების მოძრაობას სპეციალურად გამოყოფილი პერსონალი (მედროშე) იმ პირობით, თუ ეს სქემით არის განსაზღვრული; ღამის პერიოდში მუშაობს თუ არა მაშუქი ციმციმა; ბეტონის მიწოდებისათვის მიქსერ(ებ)ის ან/და ბეტონდამჭირხნ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში დაცულია თუ არა მათი განლაგებისას სქემა და ა.შ.;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ სააგენტოს წერილობითი მითითების შეუსრულებლობაზე კონტროლის გაწევა;

დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1341 მუხლით, 1353 მუხლის მე-2 ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​2 მუხლით, 1353 მუხლის მე-2 ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირება, საქმის გამოკვლევა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოწერა;“;

ვ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევების შემთხვევებში გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა;

ზ) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის მიწოდება, თუ მოქმედი სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

თ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“;

ვ) მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​2 მუხლით, 135​​​-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირება, საქმის გამოკვლევა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოწერა;“;

ზ) მე-15 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125​​​​​​2 მუხლით, 135​​​-ე–135​5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებების და სააღსრულებლო ფურცლების პროექტების მომზადება და მის გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა, დადგენილი წესის შესაბამისად;“.

6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16-მე-18 პუნქტები:

16.  მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული:

ა.ა) ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები) მგზავრობისას, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანისას;

ა.ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) მგზავრობისას, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანისას;

ა.გ) საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობისას, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანისას;

ბ) უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სხვა პირთა მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის გადაცემა სხვა პირისათვის, რომელიც აღნიშნულ ბარათს გამოიყენებს მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ტრანსპორტში (Mდა M3 კატეგორიის ავტობუსები, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა „უნივერსიტეტი-ბაგები“) თავისი ან/და სხვა პირთა მგზავრობისათვის, აღნიშნული შემთხვევის გამოვლენისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირთა სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა;

გ) თანამშრომლის მიერ მგზავრისთვის სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენის მოთხოვნა: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას; მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრობისას როგორც მგზავრობის დროს, ისე გადახდის სისტემაზე გადახდის საშუალების დაფიქსირების შემდეგ;

დ) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის  ინფორმაციის მიწოდება, თუ მოქმედი სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

17.  სპეციალური დაცული სადგომების მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სააგენტოს სპეციალური დაცული სადგომის 24/7 ფუნქციონირებაზე, მოვლასა და შენახვაზე კონტროლი და აღნიშნულის ფუნქციის განსახორციელებლად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;

ბ) სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება; სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე და ამ დოკუმენტების შენახვა;

გ) სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და სადგომზე შენახვის საფასურის გადახდაზე კონტროლი და ამ ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;

დ) სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სათანადო ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;

ე) ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge შესაბამისი ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილი პირისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ვ) სააგენტოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში დაჯარიმებულ ან/და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცემა სააგენტოს ცხელი ხაზის -1398 მეშვეობით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

18. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ტურისტული ან  სპეციალური მარშრუტების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135​​​-ე–135​2 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1355 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებისას; საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ტურისტული საქმიანობის და სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელებისას მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევისას; მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ გზებზე დადგენილი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების გარდა სხვა ადგილებზე გაჩერებისას; საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილის (N1, N2 და N3 კატეგორიების) მოძრაობისას ან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდებისას/ტრანსპორტირებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევისას;

გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ნებართვების მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე