შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/3-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 12/07/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2022
სარეგისტრაციო კოდი
06/3-რ
12/07/2022
ვებგვერდი, 19/07/2022
შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/3-რ

2022 წლის 12 ივლისი

 ქ. თბილისი

 

შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ 2022 წლის 29 ივნისის წერილობითი განცხადებების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406338850, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012053) რეგისტრაცია.

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გადაეცეს შპს „შუთს რე სადაზღვევო ბროკერს“ და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში).

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                       დავით ონოფრიშვილი