დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 14/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016547 |
|
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“ და „ბ.თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში (ვებგვერდი, 23.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016429) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ე) საანგარიშსწორებო ფასი – კომისიის მიერ მეთოდოლოგიის შესაბამისად უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის დადგენილი ფასი, რომლის გათვალისწინებით საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს შორის ფორმდება ფასთა სხვაობის ხელშეკრულება;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: ვ1) ფონდის ბალანსი - საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით შექმნილი ფონდის ბალანსი.“; ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 6. მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი და საანგარიშსწორებო ფასი 1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასების საშუალო შეწონილი უნდა უტოლდებოდეს კომისიის მიერ დადგენილ საანგარიშსწორებო ფასს. 2. საანგარიშსწორებო ფასი და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ თითოეული ჯგუფის მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი იანგარიშება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) დღით ადრე ბაზრის ფასის დინამიკა; ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისაწოდებელი ელექტროენერგიის ოდენობები; გ) ფონდის ბალანსი; დ) საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულებით განსაზღვრული ვადები, მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობები და მათთვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.“; გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 12. ტარიფის კორექტირება რეგულირების პერიოდის განმავლობაში
დ) მე-15 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. კომისია განახორციელებს 2021-2024 სატარიფო წლებისთვის დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების კორექტირებას მეთოდოლოგიის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით (მათ შორის, ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ნავაჭრ მოცულობებზე ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე დაფიქსირებულ ფასებს შორის არსებული სხვაობით გამოწვეული სიჭარბით ან დეფიციტით), ასევე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და მეთოდოლოგიის მე-7 მუხლით გათვალისწინებული უნივერსალური მომსახურების კომპონენტის მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობით.“; დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. გრძელვადიანი სესხის ღირებულება 2021 სატარიფო წლისთვის განისაზღვრება 13.19%-ის ოდენობით.“; დ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება დგინდება თითოეული რეგულირების პერიოდისთვის და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა): ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება - 15.48%; ბ) დეპოზიტის ღირებულება - 9.47%.“; დ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „4. 2022-2024 წლებისთვის საპროგნოზო უბალანსობის კოეფიციენტი განისაზღვრება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.“; დ.ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „7. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით კორექტირება აისახება საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების განხორციელების მიზნით კომისიის მიერ შესაბამისი მიმწოდებლისთვის დადგენილ ტარიფებში.“; დ.ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი: „71. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კორექტირებისას დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში დროში ფულის ღირებულების განაკვეთი განისაზღვრება შესაბამის სატარიფო წელს მოქმედი გრძელვადიანი სესხის ღირებულების ოდენობით, ხოლო დადებითი სხვაობის შემთხვევაში შესაბამის სატარიფო წელს მოქმედი დეპოზიტის ღირებულების ოდენობით.“; დ.ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, მეთოდოლოგიის მე-7 მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული გონივრული მოგება იანგარიშება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის 1.5%-ის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას იაფი ელექტროენერგიის შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემთხვევაში.“; დ.თ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“. 2. პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №2): ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 6. მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მიერ მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასს რეგულირების პერიოდისთვის კომისია ადგენს ამავე პერიოდისთვის დღით ადრე ბაზარზე მოსალოდნელი ელექტროენერგიის საპროგნოზო ფასების გათვალისწინებით.“; ბ) მე-15 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. კომისია განახორციელებს 2021-2024 სატარიფო წლებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების კორექტირებას მეთოდოლოგიის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით, ასევე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და მეთოდოლოგიის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების კომპონენტის მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობით.“; ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფის კორექტირება ხორციელდება მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასის დაგეგმილ და ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე დაფიქსირებულ ფასებს შორის არსებული სხვაობის გათვალისწინებით. ამასთან, თუ ორმხრივი ხელშეკრულებებით შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი ნაკლებია ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ორმხრივი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფიქსირებულ საშუალო შეწონილ ფასზე, მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი ექვემდებარება კორექტირებას აღნიშნული სხვაობის გათვალისწინებით, შემცირების მიმართულებით.“; ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. გრძელვადიანი სესხის ღირებულება 2021 სატარიფო წლისთვის განისაზღვრება 13.19%-ის ოდენობით.“; ბ.დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება დგინდება თითოეული რეგულირების პერიოდისთვის და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა): ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება - 15.48%; ბ) დეპოზიტის ღირებულება - 9.47%.“; ბ.ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „4. 2022-2024 წლებისთვის საპროგნოზო უბალანსობის კოეფიციენტი განისაზღვრება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.“; ბ.ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „7. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასით კორექტირება აისახება საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების განხორციელების მიზნით კომისიის მიერ შესაბამისი მიმწოდებლისთვის დადგენილ ტარიფებში.“; ბ.ზ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კორექტირებისას დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში დროში ფულის ღირებულების განაკვეთი განისაზღვრება შესაბამის სატარიფო წელს მოქმედი გრძელვადიანი სესხის ღირებულების ოდენობით, ხოლო დადებითი სხვაობის შემთხვევაში შესაბამის სატარიფო წელს მოქმედი დეპოზიტის ღირებულების ოდენობით.“; ბ.თ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე მეთოდოლოგიის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გონივრული მოგება იანგარიშება საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის 1.5%-ის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას იაფი ელექტროენერგიის შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემთხვევაში.“; ბ.ი) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“. 3. პირველი მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებული „ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №3) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: “მუხლი 5. ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
4. პირველი მუხლის „დ“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №4): ა) მე-18 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „1. თითოეული სატარიფო რეგულირების პერიოდის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი ექვემდებარება კორექტირებას და ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: ა) კაპიტალური დანახარჯები; ბ) კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ნაწილი; გ) არაკონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯები; დ) უბალანსობის ხარჯი; ე) შემოსავლები.“; ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
ბ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 22. შემოსავლების კორექტირება 1. კონკრეტული სატარიფო წლისთვის რეგულირებული საწარმოს შემოსავლების კორექტირებული ოდენობა იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
5. პირველი მუხლის „ე“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №5): ა) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 29. ტარიფის კორექტირება სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში 1. სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში ტარიფები ექვემდებარება კორექტირებას იმ ფაქტორებით, რომელთა ანალიზიც არ საჭიროებს დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტს: ა) გადაცემული და განაწილებული ელექტროენერგიის ოდენობა; ბ) ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგის შესყიდვის დანახარჯი; გ) უბალანსობის ხარჯი; დ) ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლები; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მოცემულ ფაქტორების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილებები; ვ) სპეციალური საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ცვლილებები (spOPEX); ზ) კომისიასთან შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმაში შეტანილი ცვლილებები. 2. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორებით გამოწვეული კორექტირების კომპონენტების ჯამის აბსოლუტური მაჩვენებელი აჭარბებს ამავე სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის საშუალო წლიური ოდენობის 7%-ს, რეგულირებული საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია განახორციელებს ზემოაღნიშნული კორექტირების კომპონენტებით სატარიფო რეგულირების პერიოდზე რეგულირებული საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების კორექტირებას აღნიშნული გარემოების დადგომის მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან ამ თავში ასახული პრინციპების შესაბამისად. 3. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორებით გამოწვეული კორექტირების კომპონენტების ჯამის აბსოლუტური მაჩვენებელი აჭარბებს ამავე სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის საშუალო წლიური ოდენობის 10%-ს, რეგულირებული საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ზემოაღნიშნული კორექტირების კომპონენტებით სატარიფო რეგულირების პერიოდზე რეგულირებული საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების კორექტირება აღნიშნული გარემოების დადგომის მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან ამ თავში ასახული პრინციპების შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საწარმოს ტარიფის კორექტირების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, სატარიფო რეგულირების პერიოდის დარჩენილ სატარიფო წლებზე განაახლოს რეგულირებული საწარმოს მიერ გადასაცემი ან გასანაწილებელი ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა მეთოდოლოგიის 21-ე მუხლში ასახული პრინციპების შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე რეგულირებული საწარმოს ტარიფის კორექტირების შემთხვევაში კომისია გაითვალისწინებს გასული სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლო სატარიფო წლის იმავე კორექტირების კომპონენტებს. 6. კომისია უფლებამოსილია, გააკორექტიროს რეგულირებული საწარმოს ტარიფი ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული კორექტირების კომპონენტების უფრო ნაკლები პროცენტული გადახრის შემთხვევაში. 7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, რეგულირებულმა საწარმომ სატარიფო განაცხადი უნდა წარმოადგინოს შესაბამისი წლის არაუადრეს 4 ივლისისა და არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. 8. რეგულირებულ საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია უფლებამონაცვლე რეგულირებულ საწარმოს დაუდგინოს ტარიფი მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპების მიხედვით შესაბამისი სატარიფო წლის განმავლობაში და ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე. 9. იმ რეგულირებულ საწარმოთა შერწყმის (გაერთიანება, მიერთება) შემთხვევაში, რომელთაც მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილი აქვთ ტარიფები შესაბამის სატარიფო რეგულირების პერიოდზე, კომისია უფლებამოსილია უფლებამონაცვლე რეგულირებულ საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა განსაზღვროს შერწყმამდე (გაერთიანება, მიერთება) არსებული რეგულირებული საწარმოების რეგულირებადი დანახარჯების ბაზების გაერთიანების (კონსოლიდაციის) შედეგად. 10. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, სატარიფო განაცხადის წარმოდგენისას, რეგულირებულ საწარმოზე არ ვრცელდება მეთოდოლოგიის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.”; ბ) 32-ე მუხლის: ბ.ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „12. 2021-2023 სატარიფო წლებისათვის საპროგნოზო უბალანსობის კოეფიციენტი განისაზღვრება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.“; ბ.ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი: „16. 2021-2025 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის დადგენილი ტარიფების კორექტირებისას, კომისია განახორციელებს 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილ ელექტროენერგიის მოხმარების დროებით ტარიფში გათვალისწინებული ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯის კორექტირებას, ამ მეთოდოლოგიის IV თავის პრინციპების შესაბამისად.“. 6. პირველი მუხლის „ვ“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №6): ა) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 11. მომსახურების საფასურის კორექტირება 1. ბაზრის ოპერატორის ყოველი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის დადგენილი მომსახურების საფასური ექვემდებარება კორექტირებას (TVCORRt+1) და ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: ა) რეგულირებადი აქტივების ცვეთის ხარჯი; ბ) საოპერაციო დანახარჯები; გ) ელექტროენერგიის ოდენობა. დ) ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კორექტირებისას დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში დროში ფულის ღირებულების განაკვეთი განისაზღვრება შესაბამის სატარიფო წელს მოქმედი გრძელვადიანი სესხის ღირებულების ოდენობით, ხოლო დადებითი სხვაობის შემთხვევაში შესაბამის სატარიფო წელს მოქმედი დეპოზიტის ღირებულების ოდენობით.”; ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. მეთოდოლოგიის საფუძველზე ბაზრის ოპერატორის პირველი სატარიფო რეგულირების დროს ან/და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, არ ვრცელდება მეთოდოლოგიის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა და კომისია უფლებამოსილია მოახდინოს მეთოდოლოგიის საფუძველზე ბაზრის ოპერატორისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის კორექტირება და მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით. 2. გრძელვადიანი სესხის და დეპოზიტის ღირებულება დგინდება თითოეული რეგულირების პერიოდისთვის და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) გრძელვადიანი სესხის ღირებულება - 15.48%; ბ) დეპოზიტის ღირებულება - 9.47%.“. 7. პირველი მუხლის „ვ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ პუნქტი: „ვ1) „საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი 61): „დანართი №61
საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია მუხლი 1. მიზანი საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების წესისა და პრინციპების განსაზღვრა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია – საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია, რომელსაც ეკისრება საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით და მეთოდოლოგიის საფუძველზე უდგინდება საბითუმო საჯარო მომსახურების საფასური; ბ) საბაზისო წელი – საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების წლის წინა კალენდარული წელი; გ) მომსახურების საფასური – საბითუმო საჯარო მომსახურების საფასური. 2. მეთოდოლოგიაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით. მუხლი 3. ძირითადი პრინციპები 1. მეთოდოლოგია უზრუნველყოფს გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი მომსახურების საფასურის დაწესებას და ხელს უწყობს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის სტაბილურ და საიმედო ფუნქციონირებას. 2. მომსახურების საფასური იანგარიშება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე. მუხლი 4. სატარიფო რეგულირების პერიოდი სატარიფო რეგულირების პერიოდი განისაზღვრება ერთი კალენდარული წლით. მუხლი 5. რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისი სატარიფო წლისთვის კომისია ყოველი სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის რეგულირებადი დანახარჯების ბაზას, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
მუხლი 6. კაპიტალური დანახარჯები
მუხლი 7. რეგულირებადი აქტივების ცვეთის ხარჯი
მუხლი 8. საოპერაციო დანახარჯები
მუხლი 9. საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საპროცენტო ხარჯი კომისია სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის საოპერაციო დანახარჯების შესაბამისი საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საპროცენტო ხარჯს, რომელიც იანგარიშება საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღეებს შორის არსებული განსხვავების გათვალისწინებით. მუხლი 10. საბითუმო საჯარო მომსახურების საფასური საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის საბითუმო საჯარო მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
მუხლი 11. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი 1. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის ყოველი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის დადგენილი მომსახურების საფასური ექვემდებარება კორექტირებას (TVCORRt+1) და ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: ა) ელექტროენერგიის ოდენობა; ბ) კაპიტალური დანახარჯები; გ) საოპერაციო დანახარჯები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კორექტირებისას, უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში დროში ფულის ღირებულების განაკვეთი განისაზღვრება შესაბამის სატარიფო წელს მოქმედი კაპიტალის ღირებულების, ხოლო დადებითი სხვაობის შემთხვევაში შესაბამის სატარიფო წელს მოქმედი დეპოზიტის ღირებულების ოდენობით. მუხლი 12. მომსახურების საფასურის დასადგენად წარსადგენი დოკუმენტაცია
მუხლი 13. მომსახურების საფასურის დადგენის ვადები და პროცედურები
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები
ა) კაპიტალის ღირებულება (rd) – 15.48%; ბ) დეპოზიტის ღირებულება - 9.47%.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება 





დოკუმენტის კომენტარები