„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 558-2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016692
558-2
23/11/2020
ვებგვერდი, 15/07/2022
480610000.03.030.016692
„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ


საქართველოს მთავრობა და გრენადას მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ეფუძნებიან რა მეგობრობის ტრადიციულ კავშირებს და ურთიერთგაგებას, რომელიც მათ აერთიანებთ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


თავი I

მუხლი პირველი

თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოცდღიან (180) პერიოდში.

მუხლი მეორე

1. თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებული არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის ვიზა არ მოეთხოვებათ.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

4.  თითოეული მხარე ვალდებულია 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

მუხლი მესამე

სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით გავლა

საზღვრის გადაკვეთა უნდა განხოციელდეს საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი სასაზღვრო პუნქტების მეშვეობით.

თავი II

მუხლი მეოთხე

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე მხარის მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს, რომელთაც ის მიიჩნევს არასასურველად.

მუხლი მეხუთე

პასპორტის მოქმედების მინიმალური ვადა

დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტები მოქმედი უნდა იყოს სულ მცირე 6 (ექვსი) თვის მანძილზე, მეორე მხარის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის დღისთვის.

მუხლი მეექვსე

ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა

მხარეთა მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს, ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლება არ ათავისუფლებს მეორე მხარის ტერიტორიაზე მათი ყოფნის განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ვალდებულებისაგან.

მუხლი მეშვიდე

 პასპორტების ნიმუშების გაცვლა

1. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.

თავი III

მუხლი მერვე

 შეთანხმების მოქმედების შეჩერება

თითოეულ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, შიდა წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამგვარი გადაწყვეტილების მიმღებმა მხარემ, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ უნდა აცნობოს მეორე მხარეს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ან გადაწყვეტილების მიღების მომენტში დაუყოვნებლივ აცნობოს ანალოგიური გზით. იგივე პროცედურა იქნება გამოყენებული აღნიშნული გადაწყვეტილების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიღების დროს.

მუხლი მეცხრე

 დავების მოგვარება

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი მეათე

ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ.

3. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

4. თუ მხარეთა  შიდასახელმწიფოებრივი  კანონმდებლობა  აწესებს  ამ შეთანხმებაზე უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები.

შესრულებულია   ქ. ნიუ იორკში,  2020 წლის  23 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

გრენადას მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)