დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016459 |
|
„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17.03.2022 წელი, 190020020.35.121.016452) დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. დანართის მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს ოდენობის 50%-ით.“. 2. დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. ერთიდაიმავე სპორტსმენის მიერ სპორტის ერთ სახეობაში რამოდენიმე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს მიეცემა ერთი ჯილდო საუკეთესო შედეგის ჩვენებისათვის.“. 7. სპორტის სახეობაში, რომელშიც ჩემპიონატი ტარდება წელიწადში რამოდენიმეჯერ, სპორტსმენი მიიღებს წელიწადში ერთ ჯილდოს. თუ იმავე წელს გამართულ ჩემპიონატში, სპორტსმენი გააუმჯობესებს შედეგს ანუ დაიკავებს უფრო მაღალ საპრიზო ადგილს, მას გადაეცემა ჯილდოებს შორის სხვაობის ოდენობის თანხა.“ 3. დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გუნდის ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: მწვრთნელი – 500 ლარი, განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი – 200 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები