დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 12/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060080.70.082.016094 |
|
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის მე-10 მუხლის 151 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„151. თუ პროკურორი შესაფასებელ პერიოდში ახორციელებდა საპროცესო ხელმძღვანელობას დევნადაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე ან/და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 1431-1433, 1441 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 2 საქმეზე ან არანაკლებ 6 პირის მიმართ, 2231-2234 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 3 საქმეზე ან არანაკლებ 9 პირის მიმართ, 180-ე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილებით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 194-1941, 284-ე-286-ე, 332-ე-333-ე, 338-ე-339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის არანაკლებ 5 საქმეზე ან არანაკლებ 15 პირის მიმართ, XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ხელმძღვანელი უფლებამოსილია პროკურორის მიერ გაწეული შრომის შესაბამისად, გარდა ხელმძღვანელის შეფასების ქულისა, სათანადო დასაბუთებით დამატებით მიანიჭოს 5-დან 10-მდე ბონუს ქულა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები