დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018194 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016644) პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი IX უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანოები
მუხლი 44. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანოები 1. უნივერსიტეტის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოებია: ა) „სამედიცინო გაზეთი“, რომლის გამოცემა ხორციელდება უნივერსიტეტის სახსრებით, დადგენილი პერიოდულობითა და ტირაჟით; ბ) კერძო სამართლის (სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული)) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი – სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 3. უნივერსიტეტის ბეჭდვითი ორგანო „სამედიცინო გაზეთი“ ფუნქციონირებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები