დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340080000.10.003.023570 |
|
„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2020, 340080000.10.003.021977) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების, ასევე ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლის ან/და გადამამუშავებლის ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებასთან დაკავშირებული მომსახურების თანადაფინანსებას;“. 2. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების თანადაფინანსების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო იმ მომსახურების, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის საჭირო მომსახურებასთან, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, არაუმეტეს 5 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 80%-ით, არაუმეტეს 20 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო იმ მომსახურების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლის ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის საჭირო მომსახურებასთან, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 80%-ით, არაუმეტეს 8 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა.“. 3. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება ან/და იმ ღონისძიების გატარება, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისათვის, შესაბამისი მიზნობრიობის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები