„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 11/07/2022
დოკუმენტის ტიპი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 360160000.61.073.016005
1/ნ
11/07/2022
ვებგვერდი, 15/07/2022
360160000.61.073.016005
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
 
სსიპ  – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №1/ნ

2022 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის № 1/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 21/03/2017, 360160000.61.073.016001) დამტკიცებულ „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ აუქციონის გამოცხადებისას ლიცენზიის გამცემის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსითამარ ფიცხელაური