დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017003 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016505) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 მუხლის:
1. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.“; 2. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების წარმოშობის დღიდან და გრძელდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების განმავლობაში.“. 3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი ჩაეთვლება შრომის სტაჟში, მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) და საჭიროების შემთხვევაში სანივთე ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა”-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამოტანილი იქნება გამამართლებელი გადაწყვეტილება; ბ) „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება მოსამსახურის სასარჩელო მოთხოვნა (რომლის უზრუნველსაყოფადაც სასამართლომ მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (განჩინება)) და სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს მოსამსახურის ზღვრული ასაკის გაზრდას. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 20 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები