დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №243/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 78/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 08/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010070.18.011.016627 |
|
„სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №243/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სპეციალური მმართველის დანიშვნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №243/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 30/12/2020; ს/კ: 220010070.18.011.016536) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი სარეზოლუციო უფლებამოსილებების განსახორციელებლად, შეიძლება დაინიშნოს ერთი ან რამდენიმე სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი უნდა იყოს დამოუკიდებელი მესამე პირი, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც რეზოლუციის მიზნების მიღწევის ეფექტურობას საფრთხე ემუქრება, შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი. ამასთან, კერძო სექტორში კრიზისის მართვისა და ბიზნესის რესტრუქტურიზაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად“; ბ) პირველი პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ჰქონდეს ლიდერული და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები