„კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №131/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 79/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016628
79/04
08/07/2022
ვებგვერდი, 11/07/2022
220020000.18.011.016628
„კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №131/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №79/04

2022 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №131/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №131/04 ბრძანებით  (www.matsne.gov.ge; 30/06/2020; ს/კ: 220020000.18.011.016485) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ბანკი ვალდებულია გაჯანსაღების გეგმაში განსაზღვროს ინდიკატორები და თითოეულ ინდიკატორთან მიმართებით – ინდიკატორის ზღვარი და ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნული. ინდიკატორის ზღვრის განსაზღვრა უნდა მოხდეს მინიმალური რეგულატორული მოთხოვნებისგან საკმარისი დაშორებით, რათა ბანკის მმართველ ორგანოს ჰქონდეს დროული რეაგირების, სიტუაციის შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მოქმედებების ეფექტურად წამოწყების შესაძლებლობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე