დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №129/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016629 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №129/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/06/2020; ს/კ: 220020000.18.011.016484) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საბითუმო დაფინანსება - ბანკის მიერ ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული და ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული ფულადი სახსრები, რომელიც არ მოიცავს შიდა-ჯგუფურ პოზიციებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის კრიტიკულობის შეფასებისას, ბანკმა მინიმუმ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც მიღებული, ასევე გაცემული სახსრების ზომა, ვადიანობა, მიზნობრიობა, ჩანაცვლებადობა და ბაზარზე მისი წილი.“; ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკი წარმოდგენილ თვითშეფასების დოკუმენტს ბანკის მიერ თვითშეფასების დოკუმენტის წარმოდგენიდან 3 თვის ვადაში განიხილავს, ამ წესის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული ელემენტების მიხედვით, მათ შორის, ბანკის სისტემურობის, რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბებისა და მფლობელობის სტრუქტურის გათვალისწინებით.“, 2. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები