დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, „საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და „საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.140.016479 |
38
08/07/2022
ვებგვერდი, 11/07/2022
010250050.35.140.016479
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, „საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და „საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
|
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, „საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და „საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, „საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და „საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2020წ., 010250050.35.140.016432), კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წოდება „საპატიო ასპინძელი“ შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტში უცხოვრია ან/და უმოღვაწია არანაკლებ 5 წელი და ასპინძის (საქართველოს) წინაშე აქვს განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება, ხოლო საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ყველა თაობისათვის. გამონაკლისი შემთხვევა დასაშვებია საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები