დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის N02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.018192 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018002) დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14-მე-17 პუნქტები: ,,14. სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტის ფუნქცია ხორციელდება საკონსულტაციო და მარწმუნებელი საქმიანობის მეშვეობით. 15. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია შიდა აუდიტის ობიექტთან და რომელიც ემსახურება შიდა აუდიტის ობიექტის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე, შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით: ა) საკონსულტაციო მომსახურება შეიძლება მოიცავდეს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგსა და ფასილიტაციას; ბ) საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი უნდა შეთანხმდნენ მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად; გ) შიდა აუდიტორებმა, რომლებიც ასრულებენ საკონსულტაციო მომსახურებას, შეიძლება დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტის ობიექტს რისკის მართვის მეთოდოლოგიის და კონტროლის სისტემების შემუშავებასა და დანერგვაში, ასევე, რისკებისა და კონტროლების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში; დ) საკონსულტაციო საქმიანობა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად. 16. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. 17. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, შიდა აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება უშუალოდ შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები