დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016582 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 30 წევრისაგან, საიდანაც 20 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 10 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში - საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“. 3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად და მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.“. 4. მე-14 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყება, უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა“. ბ) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან და მთავრდება ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. 2. შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება საკრებულოს ამ წევრის არჩევა. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს. 3. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც უნდა ეცნობოს საკრებულოს.“. გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“. 5. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 40. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა 1. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში. 2. ახალარჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება მოქმედ საკრებულოს. 3. თუ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის არჩევა, ინიშნება საკრებულოს ხელახალი არჩევნები“. 6. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; გ) დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა.“. 7. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროებითი სამანდატო კომისია საკრებულოს მოახსენებს ინფორმაციას საკრებულოს ფრაქციის/ფრაქციების შექმნის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებ.“. 8. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემა ახალარჩეული საკრებულოს დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რომელიც დაერთვის საკრებულოს სხდომის ოქმს და ინახება საკრებულოს აპარატში.“. 9. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; გ) საკრებულოს ფრაქციების შექმნის ცნობად მიღება; დ) საკრებულოს კომისიებში ფრაქციების და უფრაქციო წევრების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება; ე) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება; ვ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“. 10. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 90. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა (წინადადება). 2. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობად კენჭისყრის გარეშე, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები