„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016577
32
05/07/2022
ვებგვერდი, 07/07/2022
010250050.35.137.016577
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2022 წლის 5 ივლისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 დეკემბრის №65 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015  010250050.35.137.016216) კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ პუნქტები:

„ტ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას, სამართლებრივი აქტების მომზადებას და გადაწყვეტილებების მიღებას ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ;

უ) შენობა ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას, სამართლებრივი აქტების მომზადებას და გადაწყვეტილებების მიღებას შენობა ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი