„თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.034.017254
67
05/07/2022
ვებგვერდი, 06/07/2022
010170000.22.034.017254
„თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №67

2022 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №34 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/04/2020, 010170000.22.034.016966) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) სქესი;

2) პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში);“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი (შვილები), მასზე გაცემულ ცნობაში მიეთითება არასრულწლოვანი შვილის (შვილების) მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე: სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, წარმოშობის ქვეყანა, მოქალაქეობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური