“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016631
20
01/07/2022
ვებგვერდი, 05/07/2022
010250050.35.105.016631
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2022 წლის 1 ივლისი

ქ.ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2021, ს/კ 010250050.35.105.016597) შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რაც განისაზღვრება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

ბ)  დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები.

გ) დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებე­ბით გათვალის­წინებული ღონისძიებების განხორციელებას.”

დ) დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსი­ს წინაშე.“

ე) დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავა­ლე­ბე­ბით გათვალის­წინებული ღონისძიებების განხორციელებას”

ვ) დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსი­ს წინაშე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა