დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კამბოჯის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი / ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138/1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016691 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და კამბოჯის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი / ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ |
საქართველოს მთავრობა და კამბოჯის სამეფოს მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
თითოეული ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოც (180) დღიან პერიოდში. მუხლი 2 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის მოეთხოვებათ ვიზა. 2. ამ მუხლის (1) პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს. 3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. მუხლი 3 თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. მუხლი 4 თითოეული ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 5 წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომელთაც ის მიიჩნევს არასასურველად. მუხლი 6 1. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების ნიმუშებს ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. მუხლი 7 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. 2. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 8 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9 1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ. 3. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. შესრულებულია ფნომ პენში, 2022 წლის 9 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ხმერ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის კამბოჯის სამეფოს სახელით მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
მისი აღმატებულება, მისი აღმატებულება, ბატონი ნიკოლოზ აფხაზავა დოქტ. ჯაიმ ვიდჰია საგანგებო და სრულუფლებიანი საგარეო საქმეთა საერთაშორისო ელჩი თანამრომლობის სამინისტრო. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები