,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 001026020.35.146.016215
8
04/07/2022
ვებგვერდი, 05/07/2022
001026020.35.146.016215
,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებით (სსმ, 15, 24/08/2010; 001026020.35.146.000399) დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქურთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქურთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია-სოფლები: ქურთა, ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, კვერნეთი, კუსირეთი, გუჯაბაური, ხეთაგუროვი, ტბეთი, ხოდი, გალუანთა, თიბილაანი, ქვემო დოდოთი, დამპალეთი, ზემო დოდოთი, ბრილი, მებრუნე, ძარი, ზემო მონასტერი, ქვემო მონასტერი, რუსთავი, კეხვი, ღრუბლა, ქვასათალა);

ბ) ქემერტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქემერტი, საბაწმინდა, ხეითი, მამითა, ძარწემი, ზალდა, ქიწინა, ანძისი, სვერი)“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი