,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.145.016193
8
04/07/2022
ვებგვერდი, 05/07/2022
010260020.35.145.016193
,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილებით (სსმ, 15, 24/08/2010; 010260020.35.145.000370) დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თიღვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ახალშენის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მუხაური, ვახტანა, თერეგვანი, ზემო ძაღინა, ჩრდილეთი, ნედლათი, ახალშენი, ოჟორა, ხუნდისუბანი, ქვემო ძაღინა, ლისა, გადიგინა, თებოაანი, დონაძეები);

ბ) თიღვის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნაგუთნი, ალიბარი, შინდარა, თიღვა, ნაბაკევი, ღარისთავი,  ფიჭვიგვინა, დაბა ყორნისი);

გ) ოქონის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ოქონა, გიორგიწმინდა, ხაბელაანი, იონჩა, დანოაანი, ქვემო ოქონა, სუნისი, ტყის უბანი, მუღრისი);

დ) ლოპანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლოპანი, სერიბალთა, მეტეხი, ქალეთი, წნელისი, ფათქინეთი, გვირგვინა, შუაბალთა, ლაშებალთა, ბზისხევი);

ე) ავნევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭოლიბაური, ფრინევი, სხლითა, ლაშე ქვათეთრი, ავნევი, შუა სამწყარო, გვირგვინა, ზემო ქვათეთრი, ყორული, ქვემო სამწყარო, წნელისი, ზემო დვანი, დიდმუხა, ბადაანი, მუგუთი, ბაღიანი, შუა ქვათეთრი, ძვილეთი, ველები, გობოზაანი, მიმინოსხევი);

ვ) ნულის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები ზემო წორბისი, საჯვარე, ჩიმასი, ღვერთევი, ქვემო ღვერთევი, არკნეთი, წორბისი, უბიათი, ზემო ყორნისი, თორმანეული, ზემო ამბრეთი, მალდა, ბეყმარი, ნული, დიდი ციხიათი, პატარა ციხიათი, ყორნისი, ჩაჩინაგი, ხოდაბული, ქვემო ამბრეთი, განიაანი)”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე