,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისი N150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-57/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2022
ძალაში შესვლის თარიღი 30/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016985
01-57/ნ
05/07/2022
ვებგვერდი, 06/07/2022
470230000.22.035.016985
,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისი N150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისი N150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-57/ნ

2022 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

,,ფარმაცევტულ, სამედიცინო,  ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე,  სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისი №150/ნ ბრძანებაში (სსმ, 78, 31/07/2003; 470.230.000.11.119.005.964) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №4 დანართის (სტაციონარში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადებისა და გამოყენების წესი) 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,23. აფთიაქთან ხელშეკრულებით მომუშავე სტაციონარს უფლება აქვს იქონიოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული საშუალებების 3 თვის სავარაუდო მარაგი, რომელიც უნდა ინახებოდეს სეიფში ან რკინის კარადაში, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან, რეკომენდებული შენახვის  პირობებისა და ვარგისობის ვადის დაცვის ვალდებულებით.

24. სტაციონარის მიერ, აფთიაქიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და მასთან გათანაბრებული საშუალებების მიღება ხდება სტაციონარის ხელმძღვანელის ბრძანებით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ მოთხოვნისა და ერთჯერადი მინდობილობის საფუძველზე. ყოველი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული საშუალებების გამოწერა ხდება ცალ-ცალკე. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები გამოიწერება სხვა სამკურნალო საშუალებებისაგან განცალკევებით, ლათინურ ენაზე,  დასახელების, წამლის ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნისას ხდება მხოლოდ ერთი დასახელების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული საშუალების გამოწერა, რომელზეც ხელს აწერენ მისი მიმღები და გამცემი პირები. მოთხოვნა, რომელსაც ხელს აწერენ სტაციონარის ხელმძღვანელი და ამ საშუალებების მიღებაზე და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი ეგზემპლარი რჩება აფთიაქში (აქედან ერთი გადაეცემა აფთიაქის ბუღალტერიას, მეორე წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს), ხოლო ორი ეგზემპლარი უბრუნდება სტაციონარს. აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სტაციონარის ბუღალტერიას, ხოლო მეორე – რჩება შესაბამის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული დოკუმენტაცია სტაციონარში ინახება ხუთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება სათანადო განადგურების აქტის შედგენით. აქტში მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტის დასახელება, ნომერი,  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებ(ებ)ის  დასახელება, რაოდენობა და განადგურების თარიღი. აქტს ხელს აწერენ სტაციონარის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების  შეძენის, შენახვის, აღრიცხვასა და გაცემაზე უფლებამოსილი არანაკლებ ოთხი პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 30 ივნისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი