დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016341 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №277 , „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 იანვრის №75, „მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის N926 და „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 იანვრის №51 განკარგულებების შესაბამისად ,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N13 დადგენილებაში (w.w.w.matsne.gov.ge 28.12.2021,სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016326) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16941,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5063,5 ლარის ოდენობით
მუხლი 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10738,0 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 6. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 1 139,5 ათ.ლარის ოდენობით
მუხლი 7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9041,6 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9799,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9799,2 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში , თანდართული რედაქციით:
მუხლი 10.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1 899,8 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1936,8 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1936,8 ათასი ლარის ოდენობით. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 2137700 ლარი. მათ შორის: ადგილობრივი სახსრების ნაშთი-1812329 ლარია, ხოლო ტრანსფერის ნაშთი 325371 ლარი. აქედან: 67259 ლარი-საქართველოს მთავრობის 2020 წლის 09 იანვრის #27 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან (დაბა სტეფანწმინდაში საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია) ნაშთი. 44750 ლარი-საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის #2685 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან( 42432 ლარი ქეთევან წამებულის ქუჩის , 2318 ლარი ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია) ნაშთი 67088 ლარი-საქართველოს 2019 წლის 18 დეკემბრის #2630 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან(სოფ. კარკუჩის შიდა გზების რეაბილიტაცია) ნაშთი 43 544 ლარი-საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის #654 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები) ნაშთი. 90 030 ლარი საქართველოს მთავრობის 2021 წლის 05 თებერვლის #168 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები) ნაშთი. 12680 ლარი-საქართველოს 2020 წლის 8 მარტის #559 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან(დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები) ნაშთი. არსებულ ეტაპზე ბიუჯეტში აისახება ნაშთი-1812,3 ათ ლარი. მუხლი 12 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს -37,0 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2022-2025 წლებისათვის,პროგრამები/ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 11550,9 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით ათას ლარში
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1018,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 15. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1431,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით
ათას ლარში
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ, ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1305,1 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (როგრამული კოდი 06 00) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 746,5 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
მუხლი 171. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარმომადგენლობითი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის გამართულ და კვალიფიციურ მუშაობას.პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ,ასევე მოიცავს კანონით განსაზღვრულ დელეგირებული ფუნქციების უზრუნველყოფას, აღწერას, წვევამდელთა გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირებას და სამედიცინო შემოწმებას, ასევე სამედიცინო ზალების მობილიზებას. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, აგრეთვე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების ა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს
ყაზბეგის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 18. ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ყაზბეგის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით :
|
დოკუმენტის კომენტარები