დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017253 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2019, 140130000.22.034.016927) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პატრულირება – განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელება დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მიერ;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) უბნის პასპორტი – უბნის დემოგრაფიული და სხვა სახის მონაცემების შემცველი, დადგენილი ნიმუშის დოკუმენტი (დანართი №1), რომელსაც აწარმოებს მართლწესრიგის ოფიცერი, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი.“. 2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამოქმედო ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცერი, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ამ წესის შესაბამისად, აწარმოებენ უბნის პასპორტს.“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესების შესრულების კონტროლის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: „ტ1) ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები, პატრულირების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. 4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება და მათი განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. 5. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) უბნის პასპორტის წარმოება, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ფლობა (მათ შორის, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის მონაცემები), აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზაში, დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ანალიზი;“; ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება და მათი განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ა.გ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესების შესრულების კონტროლის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება;“; ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნარკოტიკულ დანაშაულთან და სამართალდარღვევასთან ბრძოლის მიზნით დეტექტივის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კომპეტენციაა:“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები